Monday, September 6, 2010

ერთი–ორი დღეც *კოტე კაკიტაძე*



ერთი–ორი დღეც და მერე ისევ,
დამაყენებენ ლოდინის რიგში,
უნდა წავიდეს წამსვლელი, უნდა,
ასე წერია კარაბადინში.
ერთი–ორი დღეც დამერე ისევ,
როგორც უცხოს და როგორც ქულბაქელს
ჩამომართმევენ უფლებას მზეზე
და შემოდგომა გამაკულაკებს...
ერთი–ორი დღეც და მერე ისევ,
დამიმალავენ გაფურჩქნულ ვარდებს,
ერთი–ორი დღეც და სავარდეთში
ქოთნის ყვავილი იდარდიმანდებს.
და რამდენი დღე სჭირდება, ნეტავ,
შენი თვალების მონადირებას?
აქ კი ნამდვილად არ ვდგები რიგში,
აქ უკვე აღარ მივდევ დინებას.
ერთი–ორი დღეც და მერე ისევ,
ამოიხვნეშებს გადაზაფრული
და როგორც მეფე, თავაწეული
წავა ზაფხული, წავა ზაფხული!


No comments:

Post a Comment