Wednesday, June 27, 2012

მასკარადი - ნიკოლაი გუმილიოვი **თარგმნა-გუჯა ბიძიამ**



დარბაზებს ცარიელს,დერეფნებს კარდახშულს,
გადამჭკნარ ყვავილთა ვერ იცავს სურნელი,
დღეს ნიღაბმოსილთა მეჯლისზე აქ მოსულს,
ბევრი მყავს გიჟური  გართობის მსურველი.                                                      

დრაკონი მთვარესთან ხელკავით,ირწევა
ფაიფურს შიში აქვს თვალების გახელის,
ჩირაღდნის ნათელში სიმები ირღვევა,
გაურკვეველი   ძახილით - სახელის

მუსიკა მიწვევს და მეც მის რიტმს მივყვები,
ვცეკვავ და ვირწევი  სოდომის მეძავთან,
სევდად თუ ღიმილად მექცევა სიტყვები 
ცეკვისას, ამ უცნობ, თან ნაცნობ  ნიღაბთან

აეძრო სახიდან ნიღაბი- მოვთხოვე -
ნუთუ  მან ვერ იცნო  ძმა სისხლისმიერი..
არ იმჩნევს ..ჰგონია  წარსულში  დავტოვე
ზღაპარს რომ ყვებოდა ამავე იერით

ვერ ხვდება ,სხვითვის რომ ნიღაბი დარჩება
ნამდვილი სახის კი  ვარ მხოლოდ მე ,- მდომი
არ სჯერა  ნიღბებთან  რომ ვერ გადარჩება
მე ვიცნობ, მე ვიხსნი დედოფალს  სოდომის.. 

ნიღბის ქვეშ  სიცილი  ბავშვივით იქცევა
მის  მზერას არა აქვს  სურვილი გამხელის..
დრაკონი მთვარესთან ექსტაზში ირწევა
ფაიფურს  შიში  აქვს  თვალების გახელის. 

და უცებ , იქ სადაც ლოდინიც  იღლება
და სახეც იშლება ფიქრისგან წვალებით,
მეწყვილე ხელიდან  გველივით მისხლტება -
სულმწარედ  მსერავენ   უნიღბო თვალები

გამსჭვალა და ჟრჟოლა ტკბილცოდვის მომგვარა -
ისევ ის სხივია ..ვიცნობდი,მიცნობდა
მთაფლავმა ჩურჩულმა აღდგომა მახარა
აღდგომა -ტკივილით  შვება რომ მინდოდა

მე ვიცი ,რომ ტყვე ვარ  ესეთი  წამების,
არასდროს დავარღვევ  მე  აღთქმას მიცემულს, 
დედოფლის ტყვე ვარ მე, მე ტყვე ვარ  თვალების ,
დავუთმობ სხეულს და დავუთმობ  ცოდვილ  სულს...

Monday, June 25, 2012

” გარმონზე სატირალ ” დევი დედაბრიშვილი


დანნავ,   ჩემად   რო  მყოლოდი,
რა  მშვიდად  მაგიკვდებოდი,
ჩემ ეზო-კარში  ტანამზედ-
ამახვიდ-ჩამახვიდოდი...
ჭალაში  წამომყვებოდი
ხოხობი   წკეპლატანადი,
ათასგზის  მიღიმილებდი,
ათასჯერ  გულს  გაჰკვალავდი...
ბუსნარს თეთრაის განდობდი,
თხა-თიკანს მოგირეკავდი,
წვიმის საყევრებს შავკრავდი,
შენ რო არ დამსველებოდი..

ჰარი,   ჰარალო, ჰარალი,
არი-არალე,  არალი...

მხარკოკაგადგმულს  გნახავდი,
ხელატოტვილსა   შეგსვამდი,
სამკლავმაგროსა  მოქსოვდი,
საჩემოდ ჯვრების ქამანდით..
ქმარს პერანგ მომიღილავდი,
თითებით  შროშანკალამით,
დაქანცულს წამლად  მყოფნოდა-
დათაფლულ კოცნის მარანი...
ხატობას მთვარის კარავში,
თეთრაით   მოგიპარავდი,
შავნაწნავ-  შავბროლ მდინარეს
ბილიკებ  გავიკვალავდი...

ჰარალე, ჰარი  ჰარალი,
ჰარი,  ჰარალო,  ჰარალი...

მარიენობას  ქუდნისლას,
შვიდკლდეში  ჩამოგიფენდი,
ზვინად შავკრავდი ლექსკონებს,
ცეცხლცვარად  ამოგიკრეფდი...
გულღორღიანი ღრუბლებით
ცას მიწად ჩამოვიღებდი,
შენს ერთ ცრელმდარდზე თემობას,
დავთმობდი,  გავეცლებოდი...
სიტყვას მოგცემდი- სხვა ქალსა
აროდეს  შავეყრებოდი!
ბედავად არრას გეტყოდი,
ნამუსად შაგეჭდებოდი...

ჰარალო, ჰარი ჰარალე,
არი  არალე  არალი....

სამ  ვაჟკაცს,  ერთსა  ქალასა,
ჩემ  გვარზემც  ვაღიღინებდით,
ჭრელ   აკვნებს   შენი  ლოცვებით,
მზეებით   ვაბიბინებდით...
არ  გინდოდ!  არრა,  აროდეს
საჩემოდ  არ  ივსებოდი,
ჩემ  ნამღერ-ნატირალებზე
არ სევდობდ,  არა ცრემლობდი...
დაბასრულს-  თორღვას გვარისას,
აროდეს შაიყვარებდი,
თავმკვდარ  ბეჩავს და  უმზეოს
გულში არ  შემიფარებდი...
აწ აღარც დილა მიხარის,
არც ლექსი  მიჭრის-კალამი,
ვკვდები და  სიზმარმეფობას
აღარ  წამართმევს არავინ...

ჰარალო-ჰარი ჰარალე,
ჰარი -ჰარალე  ჰარალი...

Sunday, June 24, 2012

ვაუქმებ გამოცდებს სიყვარულში... *** ცირა ბარბაქაძე***


# # #
ვაუქმებ შუქნიშნებს გადასასვლელებზე,
ჭაღარას _ თმებში...
რისხვას _ გულში...
ვაუქმებ სიყვარულის სამკუთხედებს
და  ვტოვებ წრფეებს...
ასე უფრო წრფელია.
ვაუქმებ დამარცხებებს და გამარჯვებებს,
ვაუქმებ გამოცდებს სიყვარულში...
და ვაუქმებ, ცხოვრებას, როგორც გამოცდას...
ნეტა როგორ იცხოვრებენ ადამიანები...?

24.06.2012

წარწერა ცაზე **Lino Ni**



ჩემი სამყარო გათვლილი და დაზუსტებული ..

შენთვის შექმნილი, რომ შეეხო მიხვდე და დატკბე ..

იყავი მუდამ კეთილი და გულისხმიერი ..

ნუ დამძიმდები წუთისუფელით, არ აყვე დარდებს ..

არ არსაიდან შენთვის აწყმყოთი მომავალს ვკერავ ..

და თუ მოგერგო, აუცილებლად გასწავლი ფრენას ..

გადადე დრო და სითბო გაუშვი სხვებში ..

ლამაზი დღეა ვერ განსხვავებულს  ვერაფერს გეტყვი ..

შენ ისევ აქ ხარ, ისევ ისეთი როგორიც უწინ ..

დაღამდება და ჩაგიკრავ,  გაფაციცებულს სევდიან გულში ..

მერე გაგიშვებ, რომ მოცარებულს გაეცნო, იცნო ..

წლები დათესე სიკეთისა ქვეყნად რომ ირგო ..

არ არსებული არაფერი არ არის ქვეყნად ..

შენ მოინდომე უკეთესობა ჩემი რომ გერქვას ..

რომ დაიბადე ადამიანო დაგერქვა შვილი ..

სიყვარულივით ფაქიზი ხარ სანამ ხარ ჩვილი ..

მერე რატომღაც  უხეშდები განვითარებით ..

მოწყენილი ვარ და სევდიანი ამ ვითარებით ..

ყოველდღე გქონდეს მიტევების გრძნობა და განცდა ..

იყავი ბრძენი და მოითმინე როცა ღირს დაცდა ..

ნუ შეშინდები ყველაფერი წერია შენში ..

და თუ ვერ ნახე გულს მოუსმინე სიმართლეს გეტყვის.. 

ბოროტებისთვის არ ხარ შექმნილი ნუ ემონები ..

გეყო სიმკაცრე, სიძულვილი, კვდომა, ომები ..

გარდაუვალი მოვა დრო რომ ჩემთან გიხმობ ..

შენ სულს მიყევი სიწმიდასთან შეხებას ითხოვს ..

ვერ შემიყვარებ ისე როგორც მე შენ მიყვარხარ ..

და ბოროტება გამუდმებით ამას გიმალავს ..

გაწუხებს ეჭვი, რომ არსაიდან გაჩნდა ყოველი ..

დროის ათვლა კი დაიწყო მე რომ მოვედი ..

ყოველი დღე ხომ სასწაულია თუ ცას ახედავ ..

უმალ მიხვდები რა მანძილია მე რომ ვერ მხედავ ..

გახსოვდეს მუდამ შენთვის რომ ვარ განუყოფელი ..

და როცა გიჭირს მხოლოდ მაშინ ნუ ხარ მხმობელი ..

როცა გაჩუქე სიყვარული  გიწოდე შვილად ..

შიშში ნუ გაცვლი, დიდ სიხარულად აღიქვი სრულად .. 

არ არსაიდან შენთვის აწყმყოთი მომავალს ვკერავ .. ..

და თუ მოგერგო, აუცილებლად გასწავლი ფრენას ..

ვაუქმებ კედელს... **ცირა ბარბაქაძე **



# # #
უკვე რამდენი ხანია,
კედელს ველაპარაკები...
აი, ამას... ფეისბუკის კედელს...
ჩემი კედელი გახნილია...
ისიც მეყოფა, მე რომ ვარ ჩაკეტილი.
ადვილია ლაპარაკი, როცა მეორე მხარე დუმს...
ამ დროს სულერთია: ღიაა თუ დახურული კედელი, _
ის ყოველთვის შენი ანარეკლია...
თუ ჩემსავით არ იტყუები, რა თქმა უნდა...
კედელო, კედელო, არ გინდა, ჩამოიშალო...?
არ გინდა, რამე მითხრა...?
მართლა რა კედელივით აღმართულხარ
ჩემსა და ჩემ შორის...?
რაც გინდა, ის უთხარი,
როგორც გინდა, ისე უთხარი...
ერთი აგურიც კი არ ჩამოუვარდება...
ქვევრი მაინც იყოს: ჩასძახებდი, ამოგძახებდა...
ჩასძახებდი _ ამოგძახებდა...
გეგონებოდა, რომ იქ ვიღაც არის,
ვისაც შენი ესმის...
აი, კედელი კი...
რაც გინდა, თქვი... რამდენიც გინდა, თქვი...
როგორც გინდა, თქვი
და თუ გინდა,
ცერცვიც შეაყარე....

24.06.2012

Saturday, June 23, 2012

* * * ცირა ბარბაქაძე



დავიტირე ყველა უპატრონო მკვდარი, _
თვალის უპეებში ცრემლი მაინც ვერ ამოვაშრე...
გამოვფინე ყველა გამოუძინებელი ღამე და
ლუსტრაცია მოვუწყე სიზმრის პერსონაჟებს _
გონება კი არ იშლის თავის დაზეპირებულ თამაშებს.
ლოდინის ჭაში წყალი ამოვაშრე,
შენც არ მომიკვდე, _ ყოველ ცისმარე
სავსე მხვდება...
ვიწყებ თავიდან ყველაფერს:
ვტირი უპატრონო მკვდრებს,
ვრეცხავ და ვაშრობ სიზმრებს,
წყალს ვუცვლი ლოდინის ჭას...
წყალს ვუსხამ ყვავილებს...
ვითვლი ვარსკვლავებს ცაზე...
ვითვლი ძილის წინ...
ყოველდღე გკლავ...
ყოველდღე იბადები...

22.06.2012

Wednesday, June 13, 2012

* * * მაიკო ფერაძე



მივაბოტებ ამ ცხოვრების შარაგზაზე,
ვინ რა იცის რა არ გადამხდენია...
მაგრამ ქარმა მიმოფანტა ყველაფერი
ისე, თითქოს სულაც არ მიცხოვრია...

ფეთქავს, ფეთქავს დაგროვილი გულში დარდი,
დარდი არა - სასიკვდილო იარა,
ყურძენივით წურავს ამ გულს ჩემიანი
და ამივსებს სისხლი ცრემლად ფიალას...

შევიფერთხე ტკივილის და დარდის კაბა...
შენ გადმოგცემ ამ სისხლიან ფიალას...
გინდა შესვი, ჩემი სულით გაიჟღინთე, 
გინდაც წვიმას შეამატე, ნიაღვარს!..

...ისევ ჩუმად მოწანწკალებს სისხლის წვეთი,
ახლა თავად პეშვს შევუშვერ ფიალად...
ისევ ისე მივაბოტებ შარაგზაზე
და ცხოვრება მეც გამატანს ნიავქარს...

Monday, June 11, 2012

მე ვინ ვარ ?!.. [Lino Ni]



რამდენი რამე ვისწავლე, გრძნობა, ცხოვრება, სიმწარე...
ხანდახან ღმერთი ვიწამე და ხშირად ბრმასაც მივბაძე...
რამდენჯერ ფერი ვიცვალე სიყვარულთანაც ვიმგზავრე...
არადა არ მითხოვია, მათხოვარს, რომ დავიბადე ..

იქნებ ვიღაცის ფიქრი ვარ, მეხსიერების კამათი ..
დრო და დრო განათებული, სულის ხანგრძლივი დანართი ..
თავისუფალი ნება ვარ,  ხშირად ვერ გამართლებული ..
ბრძოლა ჩემთავთან მომინდა და ამიტომაც დავვარდი ..  

ერთხელ უეცრად ჩემს გულში აღმოვაჩინე სამყარო ..
ისეთი მშვენიერია ვცდილობ არასდროს დავსვარო ..
მე ვინ ვარ?!  შემოქმედია უსასრულობის საწყისი ..
მე ვინ ვარ?!  ჩაფიქრებული აღმოჩენების თამაში ..

ვიცი, რომ ჩემი არ არის, აღქმული ილუზიაა ..
რასაც ასახავს თვალები,  რასაც მკარნახობს გონება ..
კმაყოფილებას დავეძებ, მინდა კითხვები დავუსვა ..
და თუ როგორმე ჩავჭერი  ხელი არასდროს გავუშვა ..


( ეხლა დრო არ მაქვს, ვიშოვი და გავაგრძელებ   :)

გათეთრებული რითმები ჩემი. <გუჯა ბიძია>


                       "White Rhythm", it's made by Robert Erskine.



მე ვკლავდი..
ვკლავდი , გულმოდგინებით  სურვილებს  ჩემსას
მრავალწერტილი რასაც კი ესვა...
მე  არიტმიას , რითმებს  ვაკლავდი,
რიტმში  ვმარხავდი.
არ ვინახავდი..
არც ვაპირებდი  რომ  სურვილები მეძებნა სადმე  
სად  გრძნობა  აბა  და  აბა , სად მე ?!
თუმცა კი სხვები ამჩნევდნენ  ალბათ..
ზოგი გულწრფელად, ზოგი კი ყალბად  
მაწევდენ  სიტყვას ,-ელოდნენ  ჰო, თქმას..
მირხევდნენ  რითმას..
ეს სხვები,სხვები .. თორემ მე  მხოლოდ იმას  ვხედავდი,
რომ  ხატს  ჩემით ვერ  გამოვჭედავდი..
და  ენთებოდათ  იმ  სხვებს თვალები  აურზაურზეც,
ერთ  ბეწო  ჩქამზეც..
ჩემს საფეთქელთან მიდებული გადაწეული ჩახმახის ხმაზეც..

 ..არ  ვიყავ სპეცი, და  მოყვარულის  დონეზე ალბათ , მე  მივდიოდი დანაშაულზე
მაინც  ვხვდებოდი - არც  ქონდა აზრი, ვინმეს ტიკტიკზე ანდა  ხმაურზე,
სახრჩობელასთან  ყულფის მაგივრად  ,ჩემს  გაწვდილ ყელზე  ყელსახვევი რომ მეკეთებინა
მჭიდრო ნასკვით და  მონდომებით,
სუნთქვა  შემკვროდა  ამ ყელსახვევის  დავიწროებით..
თუ მკვლელობაა, მკვლელობა იყოს, სადისტს რა მიგავს..მსხვერპლი რად უნდა მეწვალებინა ..
ვისთვის  რა უნდა მეხარებინა.
სადიზმი არის, - ახალშობილი რომ გამოაწრთო  სითბო - სიცივით, 
თუ  დაბადება , დაბადებითვე განწირულია  უკვე  სიკვდილით ..
ახალშობილი.. სიკვდილს რომ ხედავს ,მიტომაც ყვირის ,
მიტომაც ტირის..

и  вот  Гуманист, блядь..притом  сранный..
решил стрелнуть я..
странный  я..странный..
..სჯობს გაისროლო, ტყვია ესროლო  სურვილებს ნახმარს..
ნელა ვუშვებდი  ჩემს  საფეთქელთან  მიტანილ ჩახმახს,
ველოდი  მის  ხმას.
ალბათ   გავ - წე - ლე ,  გასროლაც  დროში..
მქონდა  გაწელვის, ეტყობა ხოში..
უდღეურსაც  ხომ უნდა  დღეობა,
ჰქონია  ფასი სულმოკლეობას,
დროში  გაწელილს ..ფასი ჰქონია სულ  ერთი გროშის...
ჯერ  ერთი  გროშის..
ტყვიას ველოდი  გარემოების
განმეორების, სულმოკლეობის..
უგრძნობელობით  ხელმოკლეობის
ტყვიას  ველოდი ..
..იმედის   წვეთი  თუ  მისველებდა გადამხმარ  ფიქრებს,
რომ  იქნებ მართლაც გაუზეთავი ფიქრის ჭრიალზე  გაღვიძებოდა იღბლის მეუფეს - შემთხვევითობას..
გადაღლილიყო უკუღმართობა,
და  იქნებ , მართლაც  ფუჭი გასროლა  შემორჩენოდა კვამლად საფეთქელს,
აცილებოდა  ტყვიის  საჭრეთელს.. 

ჰო.. ნება, ნება ვუშვებდი  ჩახმახს..
ახალშობილი   კი  ასწრებდა  და აგრძელებდა  თავისთვის  თამაშს 
და იზრდებოდა, ემსგავსებოდა  აშხვართულ  თამამს.
ემატებოდა  გროში  გროშზე და  ფერს იცვლიდა  სულმოკლეობა,
სურდა  დღეობა,სულგრძელობა  და  სულთამზეობა..
და  მრავლდებოდა   ფუჭი სროლებიც..
არ იცვლებოდა  მხოლოდ  როლები:
მე..საფეთქელი..ჩახმახი  და  კვამლის რგოლები..
და .. მიხაროდა  რომ აღარ  სჩანდა უკვე მიზანი,
რაც  რომ  გამოჩნდა ,რომ  ვერ  ვიცანი -
გადაეფარა  სამიზნეს  ჩემსას ,უხერხულობა, 
გაკვამლებული, დაბოლებული   უსასრულობა,
გადაეფარა  იმის  მიხვედრა:
-რომ  დუელს  მხოლოდ ერთი ჰყოლია  აქ მონაწილე..
-რომ  როლები ვერ გავანაწილე
-რომ  არ  სურს უკვე მიზანში ყოფნა მოპირდაპირეს ,
-რომ  ჩემს თავს ,მსურველს  და არა გულგრილს..უაზრობაა რაც დავუპირე..
-რომ გრძნობააშლილს, ამ  მოლოდინში  რაღაცით  დამთბარს , შემომეხვია  ჩემი  მსგავსი  და ჩემით  აცრილი შემთხვევითობა..
-რომ აღარ მინდა , ჩემი გაქრობით მისი გაქრობა!..
მე  აღარ  მინდა  ეს  პაექრობა!.. 

და  დგას  გასროლა..
ეჭვით  მიცქერის  ზომის  ამღებიც,  მე  -მეკუბოვე,
უკვირს , ჰო უკვირს ..ზომის  აღება  ხომ  თვითონ ვთხოვე..
და  სინანულით ,პირი  აქვს  ღია  გაჭრილ  სამარეს..
გაწბილებულა..რომ  მშიერ  პირში, გადარჩენილი ჩემი გრძნობები არ  ჩავაყარე..
ცოტა  მადროვეთ...
აჰა.. წაიღეთ ,  სადღაც  თრევისგან  გათეთრებული ჩემი რითმები..დაასაფლავეთ.
მე  კი  დამტოვეთ..
ეხლა  დამტოვეთ!!!..

09.06.2012. 

Sunday, June 10, 2012

გკითხულობ... **ნინი ელიაშვილი**


გკითხულობ...თითქოს აქ უნდა იყო.
სიცრუით სავსე სიმართლეს ვფერთხავ.
არეულ ქართან განაჩენს ვიყოფ,
რადგან ვთქვი ის, რაც არ უნდა მეთქვა!
ჩანს სულერთია ამინდის ძალა...
ახლაც დაღლილი წვიმაა გარეთ.
მე დავივიწყე უფალი, მაგრამ
ჩვენ ერთმანეთით ამინდებს არ ვრევთ!
გკითხულობ...თითქოს აქ უნდა იყო.
თითქოს ვალდებულს წააგავს ზეცა,
რომ უნებლიედ შენს სუნთქვას მიყოფს,
რადგან სუნთქვისთვის შექმნილი მეც ვარ!
თუმცა სულერთი არ არის სიტყვა,
მე კი სულერთი დამრჩა ნათქვამი...
დაღლილ თავს ხელში თუ ვეღარ ვიყვან,
თუკი სავალი ვეღარ გავთვალე,
იცოდე, დაცლილ სივრცესთან მოვალ.
რომელმაც წილი ვერ გამოიყო.
სულში გამიჯდა ისეთი ხსოვნა,
გკითხულობ...თითქოს აქ უნდა იყო.

Saturday, June 9, 2012

მოდი, ამ ღამით დავხატოთ ღამე.. **გუჯა ბიძია**


მარიკა ბერძენაძეს...

ტვირთს ნუ ვუმძიმებთ  ბედს,  ბებერ ცოდვილს
მას ის ეყოფა  რითაც გვატარა,  
 შევეშვათ  ფიქრებს,   სევდით შებოჭილს
ნახე,ეს  ღამე  -  როგორ დამტკბარა..

მთვარე  ირწევა   ცაში  ფიქრისგან, 
შორია ,მაგრამ არა სჩანს ცივი, 
გადაბადრულა  სულ, ღიმილისგან
ჩვენ  რომ დაგვცინა,იმ ბედს დასცინის.

-მოდი ეს ღამე  აქ მივახატოთ,
სულის სარკმელზე მოდიი ,..ტუჩებით
მოდი დავხატოთ,არ დავიცადოთ
ამ ღამით მოდი ნუ გავჩუმდებით- 

მოდი ამ ღამეს ღამე გავხადოთ,
და  დღე  ჩავაცვათ,  მზიანი რიდე ,    
 მოდი ქორწილი გადავუხადოთ,
და  მთვარე  იყოს  ხელისმომკიდე.. 

ფერები ყველა მივიპატიჟოთ,
შვიდივემ გვითხრას შვიდკაცას ჰანგი,
მოდი ეს ღამე მთლად გავაგიჟოთ,
ღამე დავათროთ ამ ღამის ბანგით.

და მაყრიონიც  გზას  დაადგება
ვარსკვლავებისკენ ,ისასწაულოს..
დავხატოთ ღამე  , და  წინ დახვდება
რასაც  ამ ღამით ის  უცნაურობს..

და მერეე...ერთი ვარსკვლავბადების
მახარობელი ცად  მივავლინოთ,
ამ ღამის ნიშნით  ,ნიშნით განგების, 
მთვარეს ვარსკვლავი მოვანათვლინოთ.

-მოდიიი... ეს ღამე  ეხლა  დავხატოთ 
სულის სარკმელზე მოდიი.. ტუჩებით 
მოდი დავხატოთ,არ დავიცადოთ
ამ ღამით მოდი ნუ გავჩუმდებით..

26.04.2012 

Wednesday, June 6, 2012

ემპათიის გარეშე ***სალი ბრეგვაძე***


შაბათის ლოცვებს აენთები ღმერთის თვალებად
და კოჭებამდე ქვედაბოლოს გრძნობას აურევ,
ნახავ სიყვარულს ოცნებები როგორ გაექცა,
აათამაშებ მხიარული, ყურზე საყურეს

და გადაიტან ყურადღებას, რაღათქმაუნდა
ისევ ყოფითი რეალური მყიფე დიდებით,
ვერ დამშვიდდები ასე უფრო და ჰა დასრულდა
ღმერთი შენს სულში, სულიერი შურისძიებით.

ყოფით მანტიად მოიფარებ ისევ ფიზიკურ
სილამაზიდან, დაბადებულ ცოდვის აჩრდილებს,
მოვა ოდესმე შენში სახე ოდნავ ლირიკულ
ბავშვის თვალებით და ცხოვრებას გაგიმაისებს.

მერე, აპრილის ქარებივით გული, გაგიმხელს
შენს სულში სევდას და არასდროს არ დანებდები,
ტაძარში ფიქრებს და ცხოვრების მსუბუქ მანიფესტს,
ისევ ჭიდილით შენს წიაღში გადაეყრები.

თავზე თავშალი რიდეა და მყიფე ცხოვრება
დროს აღარ კარგავ ზიარების ლოცვას ეცნობი,
აღარ გსურს მოცლა ტაძარში და აღარც მოცდენა,
პათეტიკაა ეს სურათი, გარდა შენდობის

ყველაფერია. სამწუხაროდ არც სინანული
მარხვა კი ზოგჯერ დასაცავი წესი გგონია,
შენს სულში ღმერთი უბრალო და ტრიუმფალური,
სანთლის წვეთივით მცირედია. ისევ მოდიან

შენში ფიქრები, ემპათიის გარეშე მნათი,
არა შენდობა, სინანულიც მხოლოდ მითია
ტაძრის ქვაფენილს ეტმასნება სიგრძელე კაბის,
მიუნდობლობის სამწუხაროდ შენში ნისლია.

რადგან თავშალი რიდეა და მყიფე ცხოვრება,
ტაძარში შესულს გიყურებ და ვერც კი გენდობი,
ასეთი მრწამსი ურჯულოა და ჰგავს მოცდენას,
ყველაფერია ეს სურათი, გარდა შენდობის

და ასეც  ხდება, ემბაზიდან უფალი გიმზერს,
შენ ღვთისმშობელში აღმოაჩენ ალბათ დედაშენს,
დამძიმებული, შეუნდობლად მიაღწევ მიზნებს,
სეფისკვერს შეჭამ და ცოდვილი მოსვამ ზედაშეს.