Monday, December 27, 2010

ხურდა **ლევან ქერდიყოშვილი**

მცივა!
უღიმილოდ მცივა,
(სიტყვა მემძიმება მხოლოდ)
დააქვთ სიმკაცრე და ბრაზი
ტუჩებს შეყინული ლოლოდ.

მშია!
თანაგრძნობა მშია,
(ლუკმებს მამაღმერთი მჩუქნის)
უხმოდ ტროტუარზე ვგდივარ,
სიტყვა მენატრება მოყვრის.

მტკივა!
უგულობა მტკივა,
(დამსკდარ ფეხისგულებს ვუძლებ)
ვითხოვ რომ ესმოდეთ ჩემი,
მკრავენ სიბრალულის ლურსმნებს.

ვკვდები!
უმეგობროდ ვკვდები,
(ხალხი ეკლესიებს აგებს)
ცრემლი აღარ შემრჩა თვალში,
სიტყვა აღარ შერჩა ბაგეს.

მცივა, გულს მიფუფქავს ფიქრი,
მხოლოდ სიყვარული მშია,
მტკივა, უგულობით ვკვდები-
მე ხომ მათხოვარი მქვია.

........................

უცებ დავენარცხე ფსკერზე,
დრო კი ტკივილს ვეღარ კურნავს,
თითო გაღიმებას ვითხოვ-
ფეხზე დაყენების ხურდას.



25 დეკემბერი. 2010წელი.
ბობნევი, ღამე.


Sunday, December 26, 2010

ახალ სიყვარულს **ლიკა ყიფშიძე**

ნუ მომაყოლებ!
ძველ სიყვარულზე ნურაფერს,
ნუ მომაყოლებ!
რადგან, როცა პატარძალი
ახალ ცხოვრებას უღიმის და 
ბედნიერებასთან
პირისპირ დგას,
ყვავილების თაიგულს,
რომელიც ხელში უჭირავს,
ზურგს უკან ისვრის!

Tuesday, December 21, 2010

ნუ დამაბერებთ... **ლევან ქერდიყოშვილი**

ბავშვი ვყოფილვარ!
თურმე სწყინდათ ჩემი ბავშვობა.
არ შევეშვები!
ნუ მოითხოვთ ჩემგან სიბერეს!
ნუ დამიბარებთ
იალქნების დაბლა დაშვებას,
ვერ დავუშვებ და
სათამაშოდ გავიპარები.

და ვერ დავუშვებ
რომ უჩემოდ იქროლოს ქარმა.
ფერებს ავყვები დარჩენილი
ყველასგან მარტო,
რა მეშველება
თუ სიბერის წამიღო წყალმა!
არ გეშინიათ
ერთ დღეს მართლა რომ გავიზარდო?

ან გემეტებით
ულექსოდ რომ დამტოვოთ ასე?
არ მოველოდი!
(და რითმებში მაინც ვეშვები)!
არ უნდა გეთქვათ,
(თქვით და სიტყვამ დაკარგა ფასი)
მე გიპასუხებთ,
ჩემს ბავშვობას ვერ შევეშვები!

ვერ შევეშვები
ჩემს ფიქრებში კორიანტელებს!
ვერ შევეშვები
უადგილო ადგილას სიცილს..
ვერ შევეშვები
ნაფეთქარებს გულით ნატარებს.
ვერ შევეშვები
ბორკილების დამსხვრევას მიწის!

ნუ დამაძალებთ
ჰაერში მფრენს რომ მიწა ვთხარო,
ნუ დამაბერებთ
შეწყვეტილი ფიქრების წყებით,
გაიზარდეო,
ნუღა მეტყვით,ჯერ ბავშვი ხარო.
მოხუცი ვარ და
თან მხიარულ მოზარდად ვრჩები.
......................
ნუ დამაბრუნებთ სიბერეში...

და ნუ მეტყვით რომ გაზრდამდე ვერ დამელოდებით...

თორემ მენდეთ,
მერე აღარ მოგეწონებით...


2010 წელი
18 დეკემბერი.
თბილისი, ღამე...

Saturday, December 11, 2010

მე მიყვარს **ნიკო მიქია**

მე მიყვარს ღამე,
როცა ვსვავ სადმე.

მე მიყვარს მთვარე და ვრასკვლავები,
მე მიყვარს ქალი, შავი თვალები.

მიყვარს შოპენი და თბილი ნოტი,
მე მიყვარს ლადო და მისი სტროფი.

უბრალოდ მიყვარს, ძალიან მიყვარს.
მიყვარს ეს სიტყვა "მ ი ყ ვ ა რ ს".

მე მიყვარს თოვა,
როცა დრო მოვა.
მე მიყვარს წვიმა,
როცა არ მცივა.

მე მიყვარს ნისლი
და ძალა ფიქრის.
მე მიყვარს სითბო,
როდესაც გიხმობ.

მე მიყვარს ქალი,
მე მიყვარს თვალი.
მე მიყვარს ალი,
კანი ფერ-მკრთალი.

მე მიყვრას შუქი,
აზრები მუქი.
მე მიყვარს ბოლო,
როდესაც ვლოთობ.

მე მიყვრას თოვა,
როცა დრო მოვა.
მე მიყვარს ის დრო,
როცა შენც მოხვალ.

მე მიყვარს, მიყვარს,
მიყვარს და მიყვარს.
მიყვარს ეს სიტყვა
"მ ი ყ ვ ა რ ს".

Thursday, December 9, 2010

"ეს მე ვარ " **ირაკლი გაფრინდაშვილი**

ეს გუშინ, 3 დეკემბერს დაწერე ეთერში შესვლამდე :)
ეს მე ვარ  , შენს წინ 
დღეს უფრო  მეტი . 
ეს მე ვარ , თქვენს წინ 
რითმებით გეტრფით.

ეს მე ვარ , აქ ვარ 
აისს შევხვდებით.
ეს მე ვარ და აქ 
მოვხვდი შემთხვევით . . . 

ოცდა13 მარგალიტი **ირაკლი გაფრინდაშვილი**

ოცდა13 მარგალიტი


ა ლისფრად აფეთქებს აპრილი ალუბლებს,
ბ ებრები ბარავენ ბარში ბლის ბაღებს,…
გ აბარდნილ გაზაფხულს გავუღებთ გულებს,
დ ავტკბებით, დავთვრებით და დავხსნით დარაბებს. …

ე ნძელებს ერთობით ეძლევათ ელფერი,
ვ ეძებთ, ვპოულობთ, ვიყვარებთ, ვვერთდებით,
ზ ამთარი ზუზუნით, ზანტად, ზავდება...
თ ეთნულდზე თეთრად თოვს, თივაც თავდება

ი ყალთოს იასამანი იხუტებს იებს,
კ არალეთს კაკლის კვირტები კვირტობს,
ლ ომისს ლაშქარი ლუდით ლომისობს,
მ ეცხვარე მთაში მზით მჭადებს მიცხობს.

ნ უშის ნერგები ნატრობდნენ ნიავს .
ო შკი და ოთხთა ოხრავდნენ ობლად
პ ეტრე-პავლობას...
ჟ უჟუნით ჟინჟლავდა ჟასმინობის ჟამს.

რ უსთველი რიგში რითმავდა რითმებს,
ს იბრძნეს სრულყოფილ სიყვარულისას - 
ტ აბიძეს , ტიციანს, ტერენტის, ტატოს
უ ყვარდათ უცხო, უსასრულოდ, უიმედობით

ფ უნჯით ფერავდა ფანჯრებს ფიფქები,
ქ არი ქიაჩელის ქუჩაზე ქროდა..
ღ რუბლიან ღამეს ღმუოდა ღელე,
ყ ინწვისს ყაყაჩოს ყანა ყვაოდა.


შ აშვებს შიში შეეპარათ შიმშილის,
ჩ ალის ჩადრით ჩაბურულან ჩიტები .
ც ვრიან ცაცხვზე ცუღლუტობენ ციყვები,
ძ ელქვის ძირას ძინავთ ძაღლებს…

წ იწამურში წელსაც წუხდა წვიმა,
ჭ ავჭავაძის ჭირისუფალი…
ხ ახულზე , ხევზე, ხანძთაზე..
ჯ ავრობდა ჯვარი. . .

ჰ ეი! მკითხველო და მეგობარო გმადლობ რომ უკვე ამ სტრიქონამდე ხარ მოსული. 



არ შეშინდე, პოეტობას არ ვაპირებ . ესეც ვერ გავკადნიერდები , უბრალოდ რაც ვამახინჯე დღემდე ქართული ანბანი მინდოდა ერთხელ მისთვის ქებაც მეთქვა . facebook-ის და სხვა საკონტაქტო საშუალების ხშირად გამოყენებით მივხვდი რომ ქართულად წერა მავიწყდება. ხშირად ძ-ს მაგივრადე დზ დავწერე და ასე შემდეგ... მოკლედ ჩემი ანბანთქებაც ამას ეხმაურება .გთხოვთ ობიექტურ შეფასებას . სასურველაი ქართულ ენაზე

ა , ბ , გ… გაზაფხული. **ირაკლი გაფრინდაშვილი**

ა , ბ , გ… გაზაფხული.


აი, ბუნებაც გამოფხლიზლდა დაძინებული. 

ეხლა ვხვდები, ზამთარი თოვლს იხდის, 

კეკლუცობს... 

ლექსიც მომბეზრდა ნაზამთრალი, 

ოქროსფერი, პოეტური რითმებით. 

ჟამი სრულყოფის, ტკბობის 

უთუოდ ფერადია . 

ქუჩას ღრუბელი ყოფს შორეულს 

ჩემს ცასთან... 

ძილი წაუხდა ჭერმის ხესაც,… 

ჰეეეეე.......

აკრძალული სიყვარული **ირაკლი გაფრინდაშვილი**

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა ცას წვდები გაშლილი ფრთებით,
და როცა გიღირს ცხოვრება ერთ დღით.

როცა გული ცემს აპრილის ტემპით,
ატმის ყავივლებს ქარი შლის პენტვით.
უნდა გიყვარდს მუცელში პეპლით,
პეპლებიც ერთ დღით მოდიან , ერთ დღით!

როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
როცა მუხელბი გეღლება კეცვით,
როცა შენს სუნთქვას სიხშირე ერთვის.

ესეთ სიყვარულს ვინატრებ ღმერთით,
თუნდაც პეპელად ვიცხოვრო , ერთ დღით!
ესეთ სიყვარულს , უვნებელს , კეთილს...
მე ხომ აკრძალულ სიყვარულს ვეტრფი!

13 მარტი... **ირაკლი გაფრინდაშვილი**

კაბა....13 მარტი...

ქარი წანწალებს , ღალატობს ზამთარს 
და გაზაფხულში ეძებს დასაყრდენს...
მტრედებს მოსწყურდათ ფრთების გაშლა 
და 
- მზით გათბობა ნაზამთრალ საყდრებს .

დღესაც გაწვიმდა , აწვიმდა ცამეტს, 
თან გვაუწყებდა დაზაფრულ ღამეს.
ცა ჩაჰყოლია შენს კაბას თარგში , და
აზვირთებულ ტალღას ჰგავს ქარში.

პულსი კი ისევ საფეთქელთან ცემს, 
და ისევ შენი თმების სუნი მცემს...
კვლავ ვერ ვიძინებ ,ფიქრს ვურევ ღამეს
და თუ გათენდა - ხვალ დავწერ რამეს ...

ვიცი . . . **ირაკლი გაფრინდაშვილი**

. . .

ვიცი შენთვის ჩემს რომანტიზმს 

გაუხუნდა ფერები,

აღარც სუნთქვის სურნელი გცემს 

და არც შორით მეფერები...


ვეღარც ჩემი გაზაფხულით 

აყვავდება ეს ხეები. . .

მაინც მოქსოვს სტრიქონს შენთვის 

ეს ხელები...

თუ არ გათენდა . . . **ირაკლი გაფრინდაშვილი**

გათენებამდე ცოტა დრო დარჩა -

ღამეს შენს თმაში სიზმრები ჩარჩა…

მე შენთვის მინდა ეს ყველა განცდა…

ლექსებს თუ დავწერ -


სხვა რაღა დამრჩა…


გათენდება და დავმალავ განცდებს ,

რომლითაც წუხელ გირგავდი იებს,

აღარ ვიდარდებ თუ არ გათენდა -

შენ მორწყავ მჯერა ჩემს დარგულ იებს . .

როცა... **ირაკლი გაფრინდაშვილი**

როცა სიტყვებს უბრუნდებათ ძალა,
როცა თვალებს აცეცებ და მალავ,
როცა გული ხელის გულებს ათბობს ,
მაშინ უკვე სიყვარული გათოვს.

როცა ხვდები,რომ აღარ ხარ ერთი ,
როცა უფრო ახლოს მოდის ღმერთი .
როცა გული წამებს ორჯერ ასწრებს,
მაშინ უკვე სუნთქვით გითბობ ღაწვებს .

როცა სულიც მასთან ყოფნას ნატრობს ,
როცა ძილი აღარ გინდა მარტოს .
როცა ხვდები, რომ შენ უკვე სხვა ხარ,
მაშინ მზად ხარ, უთხრა:“მე მიყვარხარ!“

ვმადლობ . . . **ირაკლი გაფრინდაშვილი**

ავტობიოგრაფიული ლექსი :)

ვმადლობ ცამეტი ივლისის ლურჯ ცას,

მზის ქვეშ ცხოვრების ნება რომ მომცა.

დედას, მამას და წმინდა სამებას -

რომ თქვენთან ჩემი ინებეს ყოფნა.



მომცეს ფერების დიდი პალიტრა ,

გამოკვეთილად თეთრი და შავი …

ვცდილობ ცხოვრება გავიფერადო -

მიყვარს კეთილი და მძაგს კი ავი.



რა დამავიწყებს ბებიის ამაგს -

ნათენებ ღამეს ჩემი ძილისთვის .

ბაბუს კალთაში მოსმენილ ამბავს -

დანთებულ ბუხარს თბილი დილისთვის.

მეძინებისა . . . **ირაკლი გაფრინდაშვილი**

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
ჩავლილი დღის ამოსუნთქვა_
შენით რომ გავლიე...

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
"ვის რა ვარგე" _ არ ვკითხულობ,
_ხომ არ ვაწყენინე ?!

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
_ღმერთო, დღეს თუ დამიღამე_
მზესაც შემამთხვიე...

ძილის წინა ხუთი წუთი
ფიქრი მიყვარს ძლიერ,
ვიცი, შენ რომ უკვე გძინავს...
ჩაგისუნთქე..და
გემთხვიე.