Saturday, March 31, 2012

ჩემებურად... ♥♥ნინი ჩეხელი♥♥


ისე ვარ,როგორც ტკივილის მაცნე-
ლექსში ჩაღვრილი სულით ხორცამდე.
წამებს ისეთი სიზუსტით ვაცდენ,
მე და ჩემს ლექსებს ამოგვხოცავენ...


ახლა მე ვცოცხლობ,რაც შემიძლია;
რაც შემიძლია მიჭირავს ნერვი!
ტკივილი ვზარდო - არ შემიშლიან
ჩუმი ლექსები,ნათქვამზე ბევრი.


კვლავ შეუცვლელი გრძნობა მაქვს ბრაზის.
ვერაფერს ვამბობ...მათ არ იციან,
ზურგზე რომ მუდამ ეშმაკი მაზის
და წარმართები ნიღბებს მიცვლიან.


ვხვდები,ცხოვრებას უაზროდ ვაცდენ!
ლექსების ფერი დამედო ,მგონი...
ისე ვარ,როგორც სიმართლის მაცნე
და არ მივარგა,რამე ვთქვა,ტონი.


ქალაქი ქანაობს ჩემს თავზე,-ცოდვილი.
გასაქცევია,მართლაც რომ,არსად.
ისევ და ისევ არაფრის ლოდინი-
ვგრძნობ,დამიჯდება სიმშვიდის ფასად.


ისე ვარ,როგორც ტკივილის მაცნე,
რომ ეჩქარება დაწყვიტოს გული.
მე კი ვახარე და ჯვარზე მაცვეს...
-ახლა მამძიმებს ათასი წყლული.


რაც შემიძლია ისე ვარსებობ...
-შეუძლებელი რაღაა აბა?!
ზეცამ რომ ლექსი გადმომაწეროს,
მერე ჩემებურ ტკივილში გავბან.


რაღაც უაზრო დოგმა რომ მმართავს,
წელში მოხრილი დამიდგა წელი.
კვლავ შეუმჩნევლად რომ ვუშვებ მარხვას,
სასიკეთოსაც არაფერს ველი!


ისე ვარ,როგორც ტკივილის მაცნე-
ლექსში ჩაღვრილი სულით ხორცამდე.
წამებს ისეთი სიზუსტით ვაცდენ,
მე და ჩემს ლექსებს ამოგვხოცავენ...

Sunday, March 25, 2012

აღდგომის ღამეს დაწერილი აღსარება **ნიკო მიქაია**


უძღები ცოდვილი მოვსულვარ ხატებთან,
გული დამიმძიმდა ცხოვრებით დარდიანს.
ხან უფალს ვაბარებ ჩემს აზრებს დაბინდულს,,
ცხოვრებას ვავედრებ მე წმინდა მარიამს!

არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,
არ ვიცი რა არის აწი მომავალი.
სიკვდილი სიცოცხლეს აჯობებს ოდესღაც,
მაგრამ გამიხსენებს მე შთამომავალი.

ოღონდ სულიწმინდამ მიმიღოს თავისთან,
ოღონდ მომიტევოს უფალმა ცოდვები.
მე გარდავიცვლები მხოლოდ ამ ქვეყნიდან,
მჯერა და მწამს რომ არასდროს მოვკვდები.

ტაძრის დარაბასთან თავი მაქვს დახრილი,
მოვსულვარ ცოდვებით აღდგომის წირვაზე.
სულო ჩაფერფლილო! შენც მოგეტევება,
ოღონდ სინანული უსაზღვრო ინატრე!

არ ვიცი რა იყო განვლილი ცხოვრება,
როგორ გარდვისახე ღამის ელეგიად?!
რატომ დამამძიმეს მე ასე ცოდვებმა,
სული ნეტარებას როგორ შეელია?

მინდა რომ ცხოვრება უფლისთვის გავწირო,
მინდა უკვდავება სულისა მწამდეს.
და როცა მოკვდები აკვანში ჩამდეთ,
რომ დასასრული დასაწყის ჰგავდეს!

Friday, March 16, 2012

იქამდე... ***ელგა ფოლადიშვილი***


ოთხი კედელი და კედელში გაჭრილი კარი.
 მარჯვნივ _ ფანჯარა და სარკმელი მზირალი მარცხნივ...
 ჭერში _ ნათურა, ნათურაზე _ ობობის ხლართი, იატაკზე _ ნაფეხური, წამსვლელისკვალი...
 კარები _ ღია, გისოსები _ ფანჯარების მიღმა...
 ჰაერის ნატვრით დაჟანგული საკეტი სარკმლის...

 გზაგასაყარი.
 ოთხი გზა და ოთხივე ხსნილი...
 ოთხგზის _ ვაითუ, ოთხჯერ _ იქნებ, ოთხი _ არ ვიცი...
 ნაბიჯი ერთი _ ცერზე დგომა...
 ნაბიჯი ორი _ მოსასვლელი ისედაც მოვა...
 ნაბიჯი სამი _ სხვა გზა სჯობდა...
 ნაბიჯი ოთხი _ დასასრული... და ოთხით ხოხავ...

 ოთხი ფიცარი, ხის გალია, გვირაბი ცაში...
 მიწაში თხრილი _ მიწა იყავ, ოთხი ფიცრის გემართა ვალი.
 გადაიხადე!!! 
 მიწის ზემოთ ხის ოთხი ფრთა, ჯვარი დგას და ...
 თვლიან მიწაზე:
 ოთხი კედელი, ოთხი გზა და ოთხი ფიცარი...

 ___________
 სულს არტახებს ზეცაში ხსნიან...

Thursday, March 15, 2012

მოზაიკა **თემურ ელიავა**

შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში.

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად.

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას.

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან.

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა.

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის ვხედავ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ.

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი.

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განაი..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მსდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.

სიმართლე გინდაი აგერ ვარ, შენს წინ
მუხლჩამოყრილი ლაპარაკს ვბედავ
გული ჯერ კიდევ სიცოცხლით მეწვის
ნახე თვალებზე ცრემლი მაქვს. ხედავ?!

იცი უფალო რა არის ცრემლი?
ვერ მიამსგავსებ შენს შექმნილ წვიმას
ცრემლი ისაა როდესაც ებრძვი,
ცრემლი ისაა როდესაც გტკივა.

მაგრამ არ ვიცი უფალო რადგან
შენს მკაცრ თვალებს და შენს ამაყ სახეს
არ მოუხდება ეხლა ცრემლი და დაღლა
რომ არ გაფანტოს ეს სიამაყე.

მე გეტყვი მართალს, დამსაჯე მერე.
ადამიანი ამდენს რომ ვბედავ, მაგრამ,
რომ მითხრა ვერ დავიჯერებ
მე დამნაშავე რაში ვარ ნეტავ…

თუ ეს სამყარო შეიქმნა ღვთისგანი
თან კი ცოდვები თითოდ და თითოდ
შენ ღმერთო პასუხს მოითხოვ ვისგანი
თუ ყველაფერი შექმენი თვითონ.

ცოდვებით არის სამყარო სავსე
რადგან შევცოდავთ და ვმალავთ ვითომ
შენ ეს სამყარო შექმენი ასე
და დამნაშავეც შენა ხარ თვითონ!

ადგა უფალი, დატოვა ტახტი,
და ისევ შიშმა უეცრად დამჭრა
შემხედა ზედა, ყველაფრით დაღლილს
და თითქოს მონას პასუხი გამცა:

- გტკივა, და ასე იქნება მარად.
რადგან ეს არის სამყოფი ხალხის
რადგან ცოცხალი აქციეთ მკვდარად
რადგან ბრალს მადებთ სანაცვლოდ მადლის.

ნახეთ სამყარო, ჩვილი და სუფთა
მერე დაგლიჯეთ, დაკოდეთ, ეცით,
მტვერი ააგდეთ სინათლის შუქთან
ეხლა იმ მტვერში სამართალს ეძებთ?!

არ იყო ცუდი, არ იყო კარგი,
არც განსხვავება არ იყო დროში
მაგრამ სიწმინდეს ვერ მიხვდა ხალხი
და გულში დაჭრა მიწიერ ომში.

შენ მართალი ხარ, უკვდავი სული
არ გაღონდება ცოცხალი სევდით
მაგრამ ოდესღაც მეც მქონდა გული

ეხლა რომელიც ხალხს დააქვს მკერდით.  


ოდესღაც ასე უცრემლო, მშვიდი
დიდხანს ვეძებდი ბოლო არჩევანს
და ერთადერთი გავწირე შვილი
ამდენი შვილის გადასარჩენად.


გოლიათებზე ზედ იწვა ზეცა,
ცეცხლი ეკავათ უფლისებრ …ბერებს
მე ცხოვრებაში პირველად შემრცხვა,
არა, ეს იყო ცხოვრების მერე.

თავი დავხარე, დავმალე სახე
ასე უეცრად ჩემს სასჯელს ვიხდი
ასე უფლის წინ სიმართლე ვნახე
ჭეშმარიტებას გვიან რომ მივხვდი.

თუ მეზობელი სახლს აგიშენებს,
შენ კი იმ სახლის დაიწყებ ლეწვას,
არ დააბრალო მერე მშენებელს
სახურავიდან წყალი თუ წვეთავს.

უფალს შევთხოვე, დრო აზრებს არ წყვეტს,
ჩემი სასჯელი მითხარი ღმერთო
თვითონ გავაღებ მაგ რკინის კარებს
შავ ჯოჯოხეთში რომ დავიფერფლო.

ძნელ ტკივილისგან არ მქონდა ფიქრი
და გვიან გიხსნი ჩემს ცოდვებს მალულს
მე დამნაშავედ იმიტომ გვთლიდი რომ
უკვდავებში ვეძებდი ბრალულს.

დედამიწაზე ვეძებდი მართლებს
და მოსამართლე არ მყავდა არსად,
შენა ხარ ჩემთვის დღეს მოსამართლე
და შვილი შენი მოველი დასჯას!

Friday, March 9, 2012

Thursday, March 8, 2012

თაგორი - მებაღე - თარგმნა ც. გამყრელიძემ



ხელები ხელებს ეხებიან და უმზერენ თვალებს თვალები.
ასე იწყება ორი გულის ჩუმი კავშირი.
მთვარიანი მარტის ღამეა და ჰაერში ჰენას ტკბილი სურნელებაა.
მიწაზე გდია მიტოვებული ჩემი ჩანგი
და დაუწნავი ყვავილების გვირგვინი შენი.
მე და შენი სიყვარული უბრალოა, როგორც სიმღერა.

თვალებს მითრობს შენი პირბადე ზაფრანას ფერი,
როგორც ხოტბა - გულს მითრთოლებს ლეილაღთა მშვენი გვირგვინი
შენ რომ დამიწან.
ეს თამაშია ხან სიუხვის, ხან კი მალვისა, 
ხან გულდახურვის, ხან განდობისა,
ოდნავ ღიმილის, ოდნავ მორცხვობის 
და ამაო ტკბილი ბრძოლების ნეტარებისა.
მე და შენი სიყვარული უბრალოა, როგორც სიმღერა.

აწმყოს მიღმა არ ვიხედებით,
შეუძლებელს არ ვეტანებით,
მშვენიერების იქით ვეღარ ვხედავთ ვერანაირ ჩრდილს,
წყვდიადში არ დავეხეტებით...
მე და შენი სიყვარული უბრალოა, როგორც სიმღერა.

სიტყვათა სიტკბოს ჩვენ არ ვახშობთ დიდი დუმილით.
არ ვესწრაფვით მიუღწეველს, უიმედოსა.
ჩვენ ის გვსურს მხოლოდ, რასაც ვიღებთ ერთმანეთისგან.
დიდ სიხარულს არ დავწურავთ ტკივილის ღვინოდ.
მე და შენი სიყვარული უბრალოა, როგორც სიმღერა.

Wednesday, March 7, 2012

შენ!... ** ირაკლი გაფრინდაშვილი



მიყვარს მტევანზე ამოყრილი სავსე ვენები ,
წვრილი მაჯა და აპრეხილი თითების ბოლო .
ტუჩზე მომდგარი , დამალული ჩემი ვნებები
უნდა გამოვთქვა ,ვერ დავიტევ , მომიღებს ბოლოს ...

 მხიბლავს სიშორე, სიახლოვეც რომ ვერ ედრება,
 მორცხვად დახრილი სინანულით სავსე თვალები,
 მოხშირებული საუბრები ღმერთთან - ვედრება...
 რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები.

 ჩვენს შორის ჩადგა ამოუვსები უფსკრული , თხრილი...
 მეგონა კოცნით დავივლიდი შენს გრძელ წამწამებს,
 შენ უსინათლოს ნაბიჯივით გამხდარხარ ფრთხილი...
 შენს ჯვრისწერამდე რა დაითვლის დარჩენილ წამებს.

 ატმის ყვავილით შეგმოსავენ ვარდისფერ მაისს,
 მე ინფარქტივით გადავიტან თქვენს თეფშის მსხვრევას.
 მერე ერთ სულში ჩააცილებთ მზით სავსე დაისს - 
 და თებერვალში შენ შეიგრძნობ მის პირველ რხევას...

ლექსის დაბადება **ლევან ქერდიყოშვილი**



ლექსი იბადება! თავში ქაოსია,
მუზას ეჩქარება, შფოთავს, ფაციფუცობს,
სიტყვებს უთქმელობამ სევდა დაუსია,
ჩქარა, გაიფიქრებს სანამ კაცი უცებ:
"ღირს კი დაძახება?" თუმცა გვიანია,
ტკივილს შეეპარა ოხვრა-ვაება და
(გაუშვით თუ სადმე ტუსაღნი არიან!)
ფიქრმა აიწყვიტა - ლექსი დაიბადა!

19.02.12.
ბობნევი, ღამე

Saturday, March 3, 2012

I სონეტი ♥♥ნინი ჩეხელი♥♥



მაინც უნდა ვთქვა,რაც რომ ქარმა გამტაცოს სიტყვა!
მაინც ვიყვირებ საგიჟეთის კარებში მდგარი!
მიყვარს,უაზრო გაცინების ძალები მიყვარს,
და ჩემგან მათი გამოჩენა - სისუსტის ფარი...


მაინც უნდა ვთქვა,რაც რომ სივრცემ მომაკლოს ზრუნვა!
და მე სიჩუმის მოყვარული - დავფარავ მის ხმას!
მე ვხედავ როგორ გაიტენა ლექსებით ურნა,
რადგან ამხელა უაზრობას სტროფებში ისხამს...


მაინც უნდა ვთქვა,რასაც ვხედავ!სანამ ნისლები
გზას დამიფარავს...და კითხვებიც იქნება მეტი!
მე ყველა განცდით სტრიქონებში ამოვივსები...
და ვფიქრობ,მაინც ვერასოდეს ვერ დავსვამ წერტილს!


გრძნობას ვაფასებ გამოუთქმელ - გამთქმელ უნართან,
მაგრამ მე რაც მაქვს დაგროვილი მაინც უნდა ვთქვა!