Wednesday, September 15, 2010

*** (მურად მთვარელიძე)


დრომ ვერაფერი გააფერმკრთალა
და ის ტკივილიც არის თავღია,
ზღაპრის იქითკენ შენი ზეცაა,
ზღაპრის აქეთ კი ჩემი ბაღია...

აქ ყველაფერი ისევ ისეა,
თუმც იმ ბილიკზე სხვები დადიან,
ზღაპრის იქითკენ შენი სევდაა,
ზრაპრის აქეთ კი ჩემი დარდია...

თითქოს ცხოვრებაც ისევ ისეა
და თითქოს გარეთ ისევ დარია,
ზრაპრის იქითკენ შენი სიოა,
ზღაპრის აქეთ კი ჩემი ქარია...

სულ შენი ნათლით შემოიფარჩა,
რაც მზეს ჩვენს შორის დღემდე უვლია,
შენი გულია ზრაპრის იქითკენ,
ზღაპრის აქეთ კი ჩემი გულია...


No comments:

Post a Comment