Monday, September 6, 2010

საფერხე *კოტე კაკიტაძე*


არ გიგრძნო და არ აღგიქვა,

ვერაფრით ვერ ვახერხებ,

ბუხარივით მითბობს ფეხებს

ათასი წლის საფერხე.

შენი თვალთა ისრის სრბოლას,

ვერაფერი აფერხებს,

ყველგან დამხვდა შენი მზერა,

დათბუნული საფერხეც.

მიტომ არის შენი ხსოვნა

თავიდან ვერ დავფერთხე,

ეს შენ დამდევ ფეხდაფეხ თუ

ღადარივით საფერხე?

მერე, ალბათ, ჩემი ნამგროც,

რაღაცას გაახერხებს...

იქნებ მათაც ერგოთ წილად

მინავლული საფერხე.

No comments:

Post a Comment