Monday, September 13, 2010

თქვენ მეუბნებით... ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


თქვენ მეუბნებით: მოვიდა თოვლი,
თეთრი ფიფქების მთელი ამქარით,
თქვენ მეუბნებით _ გეწვიათ მგონი
სიყვარული ან... რაღაც ამგვარი...

მე კი მივდივარ... საით, არ ვიცი...
ადრე ეს გზები არ მეშლებოდა...
ხმელო ფოთოლო, ადგილს გაგიცვლი,
დროზე ჩამოდი მაგ კენწეროდან.

No comments:

Post a Comment