Saturday, June 9, 2012

მოდი, ამ ღამით დავხატოთ ღამე.. **გუჯა ბიძია**


მარიკა ბერძენაძეს...

ტვირთს ნუ ვუმძიმებთ  ბედს,  ბებერ ცოდვილს
მას ის ეყოფა  რითაც გვატარა,  
 შევეშვათ  ფიქრებს,   სევდით შებოჭილს
ნახე,ეს  ღამე  -  როგორ დამტკბარა..

მთვარე  ირწევა   ცაში  ფიქრისგან, 
შორია ,მაგრამ არა სჩანს ცივი, 
გადაბადრულა  სულ, ღიმილისგან
ჩვენ  რომ დაგვცინა,იმ ბედს დასცინის.

-მოდი ეს ღამე  აქ მივახატოთ,
სულის სარკმელზე მოდიი ,..ტუჩებით
მოდი დავხატოთ,არ დავიცადოთ
ამ ღამით მოდი ნუ გავჩუმდებით- 

მოდი ამ ღამეს ღამე გავხადოთ,
და  დღე  ჩავაცვათ,  მზიანი რიდე ,    
 მოდი ქორწილი გადავუხადოთ,
და  მთვარე  იყოს  ხელისმომკიდე.. 

ფერები ყველა მივიპატიჟოთ,
შვიდივემ გვითხრას შვიდკაცას ჰანგი,
მოდი ეს ღამე მთლად გავაგიჟოთ,
ღამე დავათროთ ამ ღამის ბანგით.

და მაყრიონიც  გზას  დაადგება
ვარსკვლავებისკენ ,ისასწაულოს..
დავხატოთ ღამე  , და  წინ დახვდება
რასაც  ამ ღამით ის  უცნაურობს..

და მერეე...ერთი ვარსკვლავბადების
მახარობელი ცად  მივავლინოთ,
ამ ღამის ნიშნით  ,ნიშნით განგების, 
მთვარეს ვარსკვლავი მოვანათვლინოთ.

-მოდიიი... ეს ღამე  ეხლა  დავხატოთ 
სულის სარკმელზე მოდიი.. ტუჩებით 
მოდი დავხატოთ,არ დავიცადოთ
ამ ღამით მოდი ნუ გავჩუმდებით..

26.04.2012 

No comments:

Post a Comment