Monday, September 6, 2010

ფერეთი გადანახშირდა *კოტე კაკიტაძე*



დღეს შენი სუნთქვა მოვისმინე,
ჩემიც აჰყვა და გახშირდა.
ეს რა მონატრება მოგდებია;
ფერეთი გადანახშირდა.
შენმა ნოსტალგიამ ამომაჭრა
რიონი, შაორი და ჭალიში,
მართლაც და, არა ვარ დასაზოგი,
სახლიდან ნეტავ რად გაგიშვი.
და სიტყვა, ბაგემდე მოღწეული,
გაშეშდა, ბაგესთანვე დაყუდდა...
ხელი ამიღია, იყოს შენი
კორვაში,მთაშავა, ქვაყუნდა.
თუმც ეს ხელგაშლილი მეტიჩრობა,
გულის ცალი მხარე დამიჯდა!
ეს, შენ ხარ ასეთი მოსიტყვარი,
თუ მთელი თაკვერი გაგიჟდა?
დღეს შენი სუნთქვა მოვისმინე,
ჩემიც აჰყვა და გახშირდა.
ეს რა მონატრება მოგდებია;
ფერეთი გადანახშირდა.

No comments:

Post a Comment