Monday, September 6, 2010

რა ვქნათ? *კოტე კაკიტაძე*


თითქოს წესად მექცა თეთრად გათენება,

დღესთან უბრადა ვარ, მძიმედ ნაურვები

და ვით რაფსოდია, მისი რა მცოდნია,

აღარ დაილია ღამის საუბრები.

ისე მეცემიან უკუნ სიჩუმეში,

როგორც შეჭირვება გადაფიჩინებით

და ვით ატომგული, ორად გახლეჩილი,

ვქმნით ღამის ერთობას მე და ჭრიჭინები.

მურეხია ჯოხი, უცხო დირიჟორის,

ბუჩქი ასკილისა რუხად გაპულტული;

დინჯი მეზურნეა სადღაც მიმალული,

ნოტის გაგრძელება, სხვებზე გაბუტული.

საწყლად გვიყურადებს ზურნით განხიბლული

მთვარე. უენოა, თორემ იჩივლებდა.

რა ვქნათ, ბნელი ღამე უნდა გავათენოთ,

უკუნს მინდობილმა მე და ჭრიჭინებმა.

No comments:

Post a Comment