Monday, September 6, 2010

დეჟა ვუ (ნიკა ჩერქეზიშვილი)


ცივა, ამინდია მოჟამული,

კაწრავს თებერვალი ნერვებს,

ახლა ეს ცხოვრება დეჟა-ვუა,

მაგრამ ძველებურად მტვერი.

წვიმს და სისველეა ფარდობითი,

სისხლი ლამისაა გაშრეს,

დრო უსურვილობამ გამოფიტა,

კედელზე კიდია კაშნე.

ელვამ ცას ვენები დაუსერა,

ღრუბელს ეფლითება ხორცი,

გდია მაგიდაზე მაუზერი,

მიდი, გატენე და... მორჩი.

2 comments:

  1. კიიი, სიუჟეტურად ძალიან უხდება უსაასრულობისაგან გამოფიტულ დროს და ხორცებდაფლეთილ ღრუბელს... მარტოობას და მაგიდაზე მრავალმიშვნელოვნად დაგდებულ მაუზერს :)

    ReplyDelete