Monday, September 6, 2010

გულღრძო *კოტე კაკიტაძე*



მოსწყდა აგვისტოს ყინვა გულიდან,
შეაკრთო წამით წყარო კანკალა,
მინელდა ხვატი მარიობისთვის,
და ბოლო სიმიც ააკანკალა.
შესჩივლა კანკელს წუხელ სანთელმა,
ადუღებულმა ცვილის ნაფენით.
გადაუყლაპავს მწარე ნერწყვივით
ფიქრები, ძაფზე გამონაფენი.
მოაკაკუნა კარს ენკენობამ,
შეერთო ფხრთხილად ზეცას ჩურჩული.
შენ ჩემს სხეულზე დარჩი ტკივილად,
როგორც სისხლძარღვი ამობურთული.
მოსწყდა აგვისტოს ყინვა გულიდან,
გაფითრდა არე გადანახვატი...
გულღრძოზე გულღრძო შეიქნა ბოღმა,
სამყაროს თავზე ჩამონაფხატი.

No comments:

Post a Comment