Monday, September 6, 2010

... *კოტე კაკიტაძე*


გავარდა ეს დღეც, როგორც ჩქარი მატარებლი...
და ჩამოლაგდნენ თეთრ ბაქანზე მშვიდად ყვავები.
გაშეშდა ხელი საჩიხესთან მინატანები,
მწუხრის ვარსკვლავის აღმოჩენით დანაყვავები.
გავარდა ეს დღეც, როგორც ბევრი, და უფრო ბევრი,
ვით მატარებლის ფანჯრებიდან ხეთა ჩრდილები.
ვერ საზღვრავს საზღვარს ლიანდაგის გაბმული ხაზი,
ვერც პეშვის ლანდი, საჩიხესთან მონაჩრდილები.
გაშტერდა დრო და მშვიდად სძინავთ ბაქანთან ყვავებს....
გაშტერდა დრო და ყვავებივით არც ის ბერდება.
გავარდა დღე და მასთან ერთად მატარებელიც,
რომელიც აწი ამ ბაქანთან არ შეჩერდება.

No comments:

Post a Comment