Monday, September 6, 2010

გადაიღამე... *კოტე კაკიტაძე*


ამ ნისლებს ახლა შენთან მოაქვთ სათქმელი ჩემი,

ანდა მოაქვთ რა, დარჩა კიდევ უთქმელი რამე?

დანისლულ ღიმილს პირს არ უხსნის მეშვიდე ნოტი...

გადაიღამე?!

მყინვარებს იქით უნაგირაც გამოჩნდეს იქნებ......

მესმის კამათი, დაკარგულა მაშასადამე.

დო-რე, დო-რე-მი...დო-რე, დო-რე-მი...

გადაიღამე!

ვით მუხის ხიმე, დაშვებულა ობოლი ხემი,

ყინვის მონაწრეტს აღარ ახლავს ხმის სიკამკამე.

მეექვსე ნოტზე გარჩენილა პასუხი შენი...

გადაიღამე ...

No comments:

Post a Comment