Wednesday, September 15, 2010

*** (თამაზ ბაძაღუა)


* * *
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
და თუკი შეძლებ, მაშინ მთვარეს უნდა გაექცე,
უნდა გაექცე თოვლის რიჟრაჟს შუაღამისას
და სისხლს ფიქრები აუკრძალო,
ხოლო სიზმარს- შემოსვლა შენში,
შენ ვეღარ შეძლებ ჩემს დავიწყებას
როგორც მზე ვეღარ დაივიწყებს საკუთარ სხივებს,
როგორც მინდორი მწვანე ბალახს ვერ დაივიწყებს.
აღფრთოვანებას გადაჩვეული
ჩემი თვალები მოძებნიან შენს სიჩუმესაც
და დავინახავ, როგორ იზრდება
შენს მაღალ ყელში სასორწარკვეთა.


No comments:

Post a Comment