Monday, September 13, 2010

მითხარი, რა დროა ახლა და მაშინ, როცა შენ ჩემში დაიბადე... ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


მითხარი, როგორია სანაპირო,
როცა მიქცეული ოკეანე უკან ბრუნდება...
როგორ უსწორდება გამომშრალი სისსხლძარღვები
ქვიშას და რამდენ დახატულ მზეს შთანთქავს
ტალღები ქვიშაზე?
რას ტოვებს და რას აბრუნებს
წყალი,
რომელიც წყალზე მეტია...
რამდენ ნიჟარას ამოუვსებს პირს
და რამდენს ტოვებს ხახა_მშრალს?
რაზე ჰყვებიან ხახამშრალი ნიჟარის ხმები?
მითხარი, რა დროა ახლა და მაშინ,
როცა შენ ჩემში დაიბადე...
მე კი ხმა გავხდი შენი ფიქრების...
მითხარი, ისევე მიიქცევა
და მოიქცევა შენი სული,
ვით ოკეანე?
დიდი ხნით ტოვებ
სხეულს _ სანაპიროს...?
მიქცევის შემდეგ
რომელ ნაპირთან იკრიბებიან ჩვენი სულები...

სად დაგელოდო?

No comments:

Post a Comment