Monday, September 6, 2010

უშენო დრო (გივი ალხაზიშვილი)


/აგვისტოს ეპისტოლე/

დღეებს გამსჭვალულს უშენობით,

როგორ ვუშველო,

ვარ უშენოდ და უშენობის სივრცეს ვიშენებ,

დუმილი ისე მისაკუთრებს,

ლამის მიშვილოს,

სიცარიელეს ვეღარ ვუძლებ თუ არ მიშველე.

რაც თავს გადამხდა, რა ვიცოდი..

მაგრამ აქ რომ ვარ -ვეძებ გასაქცევს,

ვირტუალურ დროში ვსახლდები…

რა მწარე იყო უეცარი შენი გაქრობა

და მყისიერად გამოცლილი ყველა საყრდენი.

არაფერია, არაფერი,

სულ არაფერი

და არაფერშიც შენს საძებნად შევეხეტები,

გამჭვირვალეა ხელისგული,

რომ ავიფარე

თვალზე და ახლა

ყველაფრიდან შენ იხედები...

7. 8. 2010 წ.

No comments:

Post a Comment