Saturday, February 16, 2013

*** ნინი ელიაშვილი ***


ქუჩები დავღალე.. ქარიანს, ნაღვლიანს -
მინდოდა მეპოვნა საჩემო ადგილი.
ყველას ვიღაცა ჰყავს და ყველას სახლი აქვს..
ფურცლებს ვეფერები, ლექსებს კი დავტირი.
შენს სახლთან მოვდივარ და მომაქვს ცრემლები,
ღმერთო, აკინძული ერთ უბის წიგნაკში.
აქაც დაგდგომიან ერთგული მცველები,
გაქნილნი შენამდე მოსატან სიტყვაში.
რა ვუყო სიმაღლეს, რომელიც მარგუნე?
ნუთუ ყველაფერზე მეც თვალი დავხუჭო??
სიცოცხლეს, კვლავ, როგორც უდაბნოს გავყურებ.
მაინც მეშინია, რომ არ გავაფუჭო
რამე, რაც აცოცხლებს, ახარებს დანარჩენ
სამყაროს და მე კი დღითიდღე ვიცვლები;
უკვე აღარ ვცდილობ - ვიცოცხლო, გადავრჩე,
ვაშენო, ვითვალო წლები და რიცხვები.
არეულ ამინდებს ვუხდები გიჟივით
და როცა მგონია ვიპოვე რაღაცა,
ქარი მესალმება ჩვეული სიცივით.
ქარია! ქარია! რომელმაც გამძარცვა.
შენს სახლთან მოვდივარ და მომაქვს სიგიჟე,
ღმერთო, აკინძული ერთ უბის წიგნაკში..
სითბო და სიცოცხლე მე ვერ ავითვისე,
ვდგავარ გაყინული ისევ შენს წინაშე...

Tuesday, February 5, 2013

თავისუფალი ვარდნაა ეს ცხოვრება .. ***Li No Ni***

თავისუფალი ვარდნაა ეს ცხოვრება..
გონების აღმა დაღმა წოწიალი.. 
აზრების დაყოლიება..
მერე გონივრული ბოდიალი..
შემდეგ ყველაფრის უარყოფა..
თავიდან იდეებზე დაფიქრება..
სრულყოფილებასთან გასწორება..
და ისევ ყოველივეს უარყოფა..
გამოცდილებაა დიდი ბრძენი..
მაგრამ ხშირად ფსონი მაღლა იწევს..
თუ გაიოლდება ამით ყოფა..
სიბრძნე და გონივრობა რას დამიჭერს..
ემოციებივით დასათრობი..
რაღაც მონაკვეთებს ვამორჩილებ..
მერე მერამდენედ ვცდები, საზღვრებს..
ბოდიშს მოვიხდი და ხომ მაპატიებთ?
თავისუფალი ვარდნაა ეს ცხოვრება..
სანამ დაეცემი განიცადე ..
იგრძენი ეს სამყარო უხერხულობიდან ?
ვარდნა შეაჩერე დამიცადე..
ეცადე ყოველ წამში იცხოვრო დაიჯერო..
რწმენა დალოცვილი ნათლით მოქარგული..
თავისუფალი ვარდნაა ეს ცხოვრება ..
გზადაგზა არჩევანი, უფლება მორალური..
ქარი თვალებში შუქი და ემოცია..
გახსოვდეს ვინ იყავი სადამდეც გახსოვდა..
სული უკვდავია ვიდრე დაეცემა..
გული გაინათე რომ შეძლო აღდგომა..
სამყაროს კიდეებზე ჩარჩოები..
მტვერი დასდებია გადაწმინდეთ..
ბურუსი ქაოსია აკრძალვების..
ვერ განცდილს ვერ ახსნიან..
განერიდე..
თავისუფალი ვარდნაა ეს ცხოვრება..
თვალებში სინათლე ძალიან გიხდება..
ყველაზე ძლიერი კანონია..
მიზიდულობა შენთან რომ მინდება..
მიყვარდები მიყვარდები მიყვარდები..
ვარდები ვარდნით და ვსუნთქავ თავისუფლად..
და სანამ ფიზიკის კანონით დავეცემი..
ფრთებით უკვდავება შევმოსო მინდება ..