Monday, September 6, 2010

ლაქა *კოტე კაკიტაძე*


ზეცას მიხატული, უცნაური ლაქა,

ხან რომ თვითონ ხატავს

მხატვრის ვერ დანახატ

პეიზაჟს და ხარხარს,

ღიმილს, პანორამას,

სიცილს, აგონიას,

ცრემლსა და კოცონს,

წრფეს და დიაგრამას.

ჰოდა, რა გგონია?

ზოგჯერ თვითონ მოსწონს,

ზოგჯერ აღარც მოსწონს...

იქვე ამოუდებს

გამჭვირვალე შუშას,

და მყის გადახატავს,

ახლად გადაშუშავს,

სხვაგან მიაკიდებს,

და მეორე კიდეს,

კოხტად მიაკემსავს,

სუფთად...

No comments:

Post a Comment