Monday, September 6, 2010

ეიფორია (მათე მარადელი)


ისევ დაფლითა ქარმა ფარდები,

თითქოს განგაში უკვე ახლოა

და მკლავებს შლიან ეკალ-ბარდები

იქ სადაც სულის სამოსახლოა

და ვიღაც უცხო ღმერთის ჯაშუში

ქადაგებს სიკვდილს, თოვს ლიტურგია,

იარებს ვეღარც ლექსი აშუშებს

და მკერდის ნაცვლად ჩემს წინ ზურგია

და მიქრის ისევ, დღე ნაწამები,

ახლა სიმშვიდე ძალზე შორია,

დროს აფთრებივით ხრავენ წამები

ფიქრებს კი ცვივათ ეიფორია.

No comments:

Post a Comment