Wednesday, September 15, 2010

წინანდელი ამბავი (მურად მთვარელიძე)


ღამე ვნების ცეცხლში ერთად ჩავწვით,

ცრემლები გშვენოდა ქალიშვილს!..

ტანზე კოცნის კაბა შემოგაცვი

და მთვარის ბილიკზე გაგიშვი ...

მერე სიზმრებსა და ცხადებს შორის

სევდაზე ჭკნებოდა ბალიში,

მხარზე ლექსის ჭინკა შემოგასვი

და მზის სხივადანზე გაგიშვი...

ქარი- დარდიმანდა ბუზღუნებდა:

უნდა გყოლოდაო ქალი შინ,

მე კი კოცნის ვერცხლით შეგჭედე და

მთვარე-მზის საყარზე გაგიშვი...

იყო გაზაფხულის გაზაფხული,

სული - აღვსებული ქარიშხლით,

ტანზე კოცნის კაბა ამოგაცვი

და სიმარტოვეში გაგიშვი...

p.s.

ახლა მოგონებებს ცა გამოეკიდა,

ეს ცა ხომ თავისას არ იშლის,

ღმერთო, ჯერ შეგძერწე ამ ჩემი ნეკნიდან,

მერე ავგაროზად ზედ გულზე მეკიდე,

მერე ჩვენი ცეცხლით მზეს გამოვეკიდეთ,

ვიგიჟეთ, ვიანცეთ და როცა ჯერ კიდევ

გვინდოდა მზე კიდევ......

დღესაც კი არ ვიცი რა ნიშნით...

ტანთ კოცნისმაქმანა კაბა შემოგაცვი

და მთვარის ბილიკზე გაგიშვი...

2.09.2010 წ.

No comments:

Post a Comment