Monday, September 6, 2010

ლექსი არაფერის დიდებით (გიორგი ზანგური)


ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით

და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი

ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით

სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,

განწყობა - ფერი რომ არასდროს ეცვლება,

ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა

და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,

სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,

ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,

ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,

სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,

ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა

და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,

მე დამღლის თამაში ,პატარა სცენაზე,

ბავშვურად მე თვითონ ცარცით, რომ მოვხაზე,

სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,

ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის : ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,

ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტი,

მთვარეს გვირგვინივით ატმების ეგდა რტო

და ახლა სიგარეტს ქალის თითს მოვწევდი .

No comments:

Post a Comment