Tuesday, September 21, 2010

"ჩემი ბრალია?" კოტე კაკიტაძე 2010 წლის 13 09, ორშაბათი, 10:08-ზე


ჩემი ბრალია? ვერ გაუძლეს სრბოლას რინდებმა,

და შავჩოხოსნებს შეატოვეს ძველი დუქანი.

თრიაქი დახლთან უჩემოდაც გაირინდება,

უთრიაქოდ კი, აღარა ვარ თავისუფალი.

მე ახლა ქვეყნად აღარავის მომერიდება,

მოსარიდებელთ დაგიხურავთ მძიმე ქუდები

და მაღლა, მთისკენ, აგიღიათ გეზი რიდებით.

თქვენც, რინდებივით, აღარასდროს დამიბრუნდებით.

ჩემი ბრალია? ვერ გაუძლეს სევდას რინდებმა,

ჩოხას ჩრჩილიან მანჭვალაზე აღრჩობს დიდება,

თრიაქმა ცისკენ გაიყოლა ძველი რიდება

და ბოლში, ალბათ, შენი ლანდიც განმერიდება.


No comments:

Post a Comment