Monday, September 6, 2010

მეცხრე ტალღა *კოტე კაკიტაძე*


როგორც წესი, უჩინია ტალღის ბედი.

მათგან მხოლოდ მეცხრესა აქვს ისტორია!

ამიტომაც მილივლივებს წყნარი ტალღა,

მიტომ არ სდევს მის მილევას ისტერია.

შიში, შიში, ბაბია! დიდი შიში!

დასდევს დიდრონ ტალღებს შიში და მანია.

საშიშეთში მოთარეშე თვითონ მშიშრებს

უმშიშრესი ტალღის შიში აბარიათ.

და არავის არ ადარდებს წყნარი ტალღა,

თუმც თვითონაც არ ეძლევა მისტერიებს...

მეცხრე? მეცხრე მშვიდტალღეთზე თავსმომჯდარი,

აცხობს ცხელ–ცხელ ისტორიულ ისტერიებს.



No comments:

Post a Comment