Monday, August 29, 2011

პირველი კანონი **ია მერკვილაძე**


მოპარული  დროის ჭიანჭველები
თვალის გუგების გარშემო
დაიწყებენ ჭრაჭუნს
გრძელრკინისქუსლიანი
ჩექმებით.
ამაცოცდებიან  თმის თოკებზე
და შაქრის სითეთრით
გამისანთლავენ
გადახლართულ
განუკურნებებს.
მაღალი თმის კენწეროში
დახვდებათ  
არასოდესსიკვდილი.
იქანავებენ
ინავებენ
ივნებენ
და ფარნავად გადაიქცევიან.
მერე  უცებ
მოწყდებიან.
დაეშვებიან
პირველი კანონისკენ.
არათავისკვლისკენ.
ღვინომუქი წყლის
ფსკერზე.
გზად შორის დებულებზე წაიბორძიკებენ
და  ერთი წამი დააკლდებათ.
ვერ ჩამომისწრებენ.
ახლოს დებულზე
დასვენებულს მნახავენ.
ვერჩამოსწრების თაფლი
შემომესალტება.
აღმოსავლეთით მომიწვება.
ლეილაღზე.
არა ძმის
მზა  კვრის ენა
მუხლებს დამისველებს.
თეთრგულა თითები
ბეგეს ამიქერცლავს.
სატანჯიო დამტევი
მომმუჭავს.
და  მიწადაკეპილ
ლეგა  ნესტზე
ვი მშობიარებ.
ინი   ციალებად.
2003

Saturday, August 20, 2011

• • • ზვიად კეჭაყმაძე





როგორ მინდოდა, როგორ მომინდა...
შენი ღიმილი მენახა ახლა...
ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან,
შენი თვალების ხელახლა ნახვა...

ისევ დავეძებ,
წყალზე ნაბიჯებს...
ისევ ვიშუშებ ახლა იარებს,
ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს...
და მონატრება ამაღრიალებს...

ეხლა შორსა ხარ...
და ვეღარ გხედავ...
დღეც ისევ ცრემლებმორეულია,
შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ..
და შენზე ფიქრიც შორეულია...

მიყვარხარ ახლა,
როგორც არასდროს...
მაინც გეძახი, თუცა შორიდან...
შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს...
არადა, შენი კოცნა მომინდა...

არ ვარ უგულო...
და არ ვარ მკაცრი...
და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ...
თუ სიყვარული გაფრენას მაცლის...
ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...

შენზე ფიქრები
სევდას ასველებს...
ისევ დაიწყო დილა მორიგი...
შენი ტუჩები კოცნას მახსენებს,
ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...

Wednesday, August 17, 2011

*** ნიკა ჩერქეზიშვილი***



როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას,
რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომვლელს,
როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის
და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლიღა უყეფს
ცაზე ირიბად დაკიდებულ ნახევარმთვარეს


- მე შენ მიყვარხარ.






Knocking On Heaven's Door                  

Tuesday, August 9, 2011

*** ნიკა ჩერქეზიშვილი***

ხარ გათენება -
მზის ამოსვლა შუაღამეში,
მხოლოდ ცის ფერებს ითვისებენ შენი ფუნჯები...
სველი ქუჩიდან შემოხვედი გამშრალ თვალებში,
მოვალ,
დავწვები შენს ტანზე და გავირუჯები.