Monday, September 6, 2010

მოდის განთიადი... *კოტე კაკიტაძე*


მოდის განთიადი, როგორც აღერღება,
როგორც ასხლეტილი ალვის გაოცება.
როგორც ყოჩივარდა, წამი მეწამული,
ზამთრის უნებური სევდის წამოცდენა.
მოდის განთიადი, როგორც შეკივლება,
როგორც დავარდული სტვენის ისტერია,
როგორც დანატრული კოცნის შეპირება
და მზის დავანების მოკლე ისტორია.
მოდის განთიადი, ნისლის დაოთხება...
(საათის ისარი ექვსს არ გადაცდება,)
როგორც საკუთარი ხიბლით აღტაცება...
როგორც საკინძეში თვალის გადაცდენა.
მოდის განთიადი...

No comments:

Post a Comment