Monday, September 6, 2010

დამენანა *კოტე კაკიტაძე*


ფერდობზე ფრთხილად მიხოხავს ხანი,

ხანძარს მიაგავს პალიტრა ფერთა;

დამენანა, რომ ფერდობის ფერდზე

უხამსი ხავსი შემომეფეთა.

ახლა ხანს დაბლა ეწევა თოკი –

ხვართქლა დამჭკნარი და დახვეული,

კვლავ უხერხულად იკრავს სათავეს,

გალიფე, მუხლზედ გადახეული.

ხვანჯარის ხვანჯი გასკვნილა ოხრად,

შუბლს შემოდგომის დასმია ხალი,

მიჰყუდებია კაკლის ხეს მორცხვად

კინთდაბღილული ურთხმელის ხალი.

და დამენანა უხანო ხანიც,

ფერდობის ფერდი, ხანძარი ფერთა..

დახავსებული წისქვილის ლოდი

მარტო მე ხომ არ შემომეფეთა?!

No comments:

Post a Comment