Monday, September 6, 2010

შეიფერა *კოტე კაკიტაძე*


დღეს ცისარტყელამ გადაჭრა ზეცა,

დღეს არ ყოფილა ღრუბლის ყიჟინა,

თუმცა, სიბრაზის ჩამოსაბანად,

ერთი უგულოდ წაიჟიჟინა.

ვერნისაჟისთვის, რომ არ გამომრჩეს

ერთი შტრიხი თუ, ერთი პასაჟი,

არ ჩამომექცეს ყველა ფერიო,

ზღვამ გაუკეთა ფეხზე მასაჟი.

დღეს მზის ბილიკიც გაწბილდა წამით

და თითქოს წითლად წამოიფერა...

ცისარტყელამ კი გადაჭრა ზეცა,

გადაჭრა ზეცა და შეიფერა.

No comments:

Post a Comment