Monday, September 6, 2010

ვაი,თუ... *კოტე კაკიტაძე*


ზღვა ისე ღელავს

და იკვნეტს ტალღებს,

რაღაცა დარჩა კიდევ სათქმელი,

ან ტალღის ქედი,

საშუბლე წარბი,

გამხდარა ქაფით ამოსაქნელი....

ზღვა ისე ოხრავს,

თითქოს გულიდან,

ყველა დამხრჩვალის იგლეჯს იმედებს,

თითქოს თავისთვის, გულამომჯდარი,

ნაპირის კენჭსაც არ გაიმეტებს.

ზღვა ისე კვნესის

და აფრქვევს ცრემლებს,

ასით ნულს უგებს თამაშს ნიანგებს.

თითქოს მამშვიდებს თუმც ვიცი, რომ ხვალ

გულდაჯერებას გამიქიაქებს.

მეც ისე ვღელავ... ღრუბლებში შეჭრილს,

მივჩერებივარ ბებერ იკაროსს:

ვაი, თუ ხვალაც არ იჭიოტოს,

ვაი, თუ ტალღამ არ გამიკაროს!

No comments:

Post a Comment