Wednesday, September 15, 2010

მასალა ლექსისათვის (მურად მთვარელიძე)


გრძნობა და მუსიკა,

ბგერა და ქაღალდი,

მძიმე და წერტილი,

რიტმი და რითმები,

ბუნების აღქმა და

ხიბლი და სურათი,

მწუხარე ოცნება,

მთრთოლვარე თითები...

ქარების ქროლვა და

წვიმა და, თოვლი და,

ხეების სევდა და

ფოთლების შრიალი

და ცისარტყელების

ციალი შორიდან

და შემოდგომების

უხმო ხეტიალი...

წარსულში ცხოვრება,

მერმისის სიჩუმე

და კიდევ ათასი

მითი და მოეთი,

სულის ამღერება

და ღმერთთან ჩურჩული,

და, რაღა თქმა უნდა,

პოეტი!..


No comments:

Post a Comment