Sunday, August 8, 2010

ღამის გარეშე <კოტე კაკიტაძე>


მე უძილობა დამჩემდა ისევ,
ვეღარ ვპოულობ ძილის მიზეზსაც,
და მენატრება მზის ამოსვლამდე
ცისკრის ვარსკვლავთან გამოღვიძება.
შენ უძილობა დაგადეს ტვირთად,
სხვას სძინავს ახლა შენი ძილითაც.
შენს სიზმრებს, ალბათ, სხვები ხედავენ,
და უყვებიან ერთურს დილიდან.
და დავრჩით ასე, სიზმრის გარეშე,
ღამის გარეშე, მაგრამ ღამეში,
ოცნებების და ნდომის ამარა
ცივ ლაჟვარდების სინარნარეში.
ერთი შეკითხვა მიჩნდება მაინც,
ნეტავი ღამეს თუ აქვს ხიდები?
გადმოვივლი და, თვითონ უძილო,
შენს უძილობას შევეხიდები.

2 comments:

  1. გადმოვივლი და, თვითონ უძილო,
    შენს უძილობას შევეხიდები.


    კოტე კაკიტაძის ლექსებს არ ვიცნობდი.ძალიან მომწონს.ამ ლექსს წავიღებ ჩემთან :))))

    ReplyDelete
  2. წაიღე საყვარელო, გამეხარდება :))

    ReplyDelete