Sunday, August 1, 2010

♥ ცირა ბარბაქაძე♥


მინდა მოგწერო,
რა დამაძინებს...
თოვს...
შენს სარკმელსაც
ფიფქი აცვივა,
შენი თვალებიც
აცილებს ფანტელს
და სულზე თეთრი
ფიფქი გაცვია...
სიკვდილ-სიცოცხლის
სუსტ მხრებზე დამტევს
ფიფქო, ჩემს ხელში
რა შეგაციებს?

No comments:

Post a Comment