Sunday, August 1, 2010

...................... თეა ორჯონიკიძე


რა დროს :შავლეგოა: ანდა გრადაცია–
ერთი შემოხედეთ ადამს რა კაცია...
თუ შიშველ სხეულზე ცოდვები გაცვია
რად მინდა შენი ემანსიპაცია...

ცივ პაპირუსებზე უცნაურ ასოებს
ვიღა გამოიყვანს შიშველი ხელებით?...
ფართოდ დახუჭული თვალები მაოცებს...
არა და სამოთხე გაივსო გველებით!...

ევა კი უფერულს მაგონებს გეიშას–
ადამის დამშეულ სურვილებს აპურებს...
:ხე ცნობადისაგან: ნაყოფი ვერ იშვა–
დამპალა ვაშლი და ჰაერსაც აფუჭებს!..

საწუთროს ტკივილი მხრებს მაწევს ლოდებად,
ღმერთსა და სატანას–ორივეს ვთამაშობ...
სამოთხის ჩარაზულ კარიბჭეს ვგოდებ და–
მე ვყვირი...შენ ისევ მშვიდად ვაშლს მთავაზობ...

No comments:

Post a Comment