Sunday, August 1, 2010

~*~*~*~


მონისლულ ცაზე ალალ მთვარეს გულაღმა სძინავს,
ქვევით მაისი, თეძოს არხევს როგორც ქალწული.
შენგან ნაშობი ნიაღვრები თანდათან მძირავს
და ვდგავარ სავსე უშენობით, სილაგაწნული...

წყალში აკვარელს მხოლოდ შენი ფერი აკლია
და ვერაფერი ვერ დაგხატავს ისე კარგი ხარ...
შენი არყოფნა ალბათ მხოლოდ ჩემი ნაკლია–
როგორ გიპოვი რომ არასდროს დამიკარგიხარ.

No comments:

Post a Comment