Sunday, August 1, 2010

*** ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


უკვე რამდენი დღეა,
გადაუღებლად წვიმს...
არც ცა იღლება, მიწაც
იბანს და იბანს პირს...
მესმის ამ ცის და მიწის,
მეც წვიმებივით მჭირს...
გადაუღებლად მიყვარს...
მზერა მრისხანე ზღვის...

No comments:

Post a Comment