Monday, August 2, 2010

მე მაპატიე... *ცირა ბარბაქაძე*


მე მაპატიე,
ვერ დავემგვანე
იმ ქალს, რომელსაც
ღამ-ღამობით, ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე,
ვერ ვიქეცი სურვილის მონად...
ვეღარ გითხარი _
რომ ტკივილი მქონდა სხვაგვარი...
სხვა სიყვარული...
მონატრება...
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი,
დროც არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც გულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც...
უხმაუროდ...
ისე წავედი,
შემოდგომისპირს როგორც იცის
ხოლმე ფოთოლმა.

No comments:

Post a Comment