Monday, August 2, 2010

დღე,რომელიც... *ლიკა ყიფშიძე*


ეს დღე ჩემი უნდა ყოფილიყო!
ჩემი!
დღეს მე
ვნებისა და ალერსისგან
სიყვარულის გვირგვინი
უნდა დამეწნა,
და
დედოფალი ვყოფილიყავი!
ეს დღე ჩემი უნდა ყოფილიყო!
ჩემი!
დღეს მე
ფრთები უნდა მქონოდა,
და ზემოდან დამენახა,
რა პატარაა დედამიწა!
დღეს მე
უნდა დამეჯერებინა ზღაპრის,
,,ბედნიერი ქალის!''
რომელიც თავად გამოვიგონე
და დამავიწყდა,
რომ ზღაპრებს ჩვენ კი არა,
სხვა მწერალი ყავს!
და დღე,
რომელიც ჩემი უნდა ყოფილიყო,
ის დღე,
მე რომ დედოფალი უნდა
ვყოფილიყავი,
კალენდარმა მიისაკუთრა!

No comments:

Post a Comment