Sunday, August 1, 2010

~~~*~~~*~~~


ბროწეულმა ფესვით კუბო გაანგრია,
საფლავს ჩასწვდა და იპოვა სამაჯური...
სერაფიტას ფერფლი უცებ განაბნია,
სამაჯურში ფეხი გაყო დამანჭული...

წაიღო და მთელ ქვეყანას მოუფინა–
ფესვში ჰპოვა სამაჯური დაისრული...
მოწეული ბროწეული რა ყოფილა,
ჩამავალ მზით დაჭრილი და დანისლული.

No comments:

Post a Comment