Sunday, August 1, 2010

პასუხი ;მონატრებას; *თეა ორჯოიკიძე*


კვლავ მინავლულ ოცნებებში გეფერები,
სულს მიწეწავს ჩვენს წარსულზე დაფიქრება...
ახლა მაინც ნუ დამტოვებ, გევედრები,
მაპატიე, შენი უხმოდ ატირება.

ჩავლილ დღეებს ქარი უკვე ნამქერს აყრის
წარსულ ზაფხულს ფარჩა უკვე გაუხდია
მოდი ჩემთან, მოგეფერო უღვთოდ დაღლილს–
შენი წილი სითბო არვის წაუღია.

ნათელ დღეებს მუდამ მოსდევს დაღამება,
ქარს მიჰყვება თეთრი ღრუბლის ქარავანი.
ცოტა ხანში ალბათ უკვე დაზამთრდება–
მერე ჩემთან აღარ მოვა აღარავინ.

ახლა მხოლოდ შეშლილ სურვილს ვედევნები,
მომენატრა წამიერი გარინდება...
სულ მარტო ვარ, მოდი ჩემთან, გევედრები–
უნდა შეძლო შეცდომების პატიება.

No comments:

Post a Comment