Monday, August 2, 2010

ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან. *იორიკი (დათო ყანჩაშვილი)*


შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.

სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომლის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომელზეც ყველა თამაშობს.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ, გაქცევა მინდა და როცა არ ვარ, დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის, რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს მყოფნის.
მონატრება – როდესაც ვეწევი და სიგარეტს ცალი მხარე ეწვება.
სასწაული – ის, რაც არასდროს ხდება.
ღმერთი – ის, ვინც თუ ვთხოვ, ყველაფერს მაპატიებს.
ლექსიკონი –წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან

No comments:

Post a Comment