Sunday, August 1, 2010

* * * ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


წვიმა მოვა...
თოვლი წავა...
ხელისგულზე დადნება...
სულის ყველა ფორიაქი
სიტყვით არ ითარგმნება...
მრავალწერტილს ჩავაბარებ,
ნისლი გადააფაროს...
ყველაფერი გაამჟღავნოს...
ყველაფერი დაფაროს...
რადგან სიტყვა საკუთარი
თავით ხშირად იღლება...
სარკმელი რომ იკეტება,
სადღაც კარი იღება...
ზოგი სიტყვა გამირბის და
ზოგი _ თვალსაც მარიდებს,
ვისაც უნდა, ლექსში დარჩეს,
ვისაც უნდა _ წავიდეს!@

No comments:

Post a Comment