Sunday, August 1, 2010

მერე რა... *ცირა ბარბაქაძე*


მერე-რა, თუ მართლა დავიღალე,
ლოდინის ფიალა გამოვცალე...
შენ ცდაში ვარსკვლავებიც დავითვალე,
მთვარე ათასჯერ გამოვცვალე...

და მეც დავიშალე ნაწილებად,
რას გწერდი?
იქნება მომაგონო...
სული ამ სიტყვებში ნაწილდება,
ვაგლახ, რომ ვინმემ მომაგროვოს.

No comments:

Post a Comment