Sunday, August 1, 2010

*** ♥ ცირა ბარბაქაძე ♥


ყოველთვის ერთი ფეხით ვასწრებდიi
საკუთარ თავს და საკუთარ იღბალს...
ვწერდი და ვშლიდი...
მერე ვტოვებდიi
ფურცელზე მხოლოდ
გაცრეცილ ნიღაბს...

ნეტავ რამდენი...
ნეტავ როდემდე...
სიტყვები უნდა
ვჩეჩო და ვართა,
რომ ერთხელ შენთან ისე მოვიდე,
როგორც საკუთარ თავთან.

No comments:

Post a Comment