Saturday, November 20, 2010

კარენინას ცრემლები *ლიკა ყიფშიძე*

რბილ საბანს,როგორც ერთგულ
და ფაფუკ ძაღლს,მის ფეხებთან
ჩასძინებია!
არ სძინავთ მტევნებს ფეხებისას,
 პიჟამოდან თავები რომ
მტრედებივით გამოუყვიათ
და ერთმანეთს,ვით ნისკარტით,
ცერას ფრჩხილით რომ ჩხაპნიან!
არც მუცელი თვლემს,
იგი ახლა შეშინებულ ბარტყს
გავს უფრო,რაღაცაში რომ
გახლართულა და მალი–მალ
უცემს გული!
შუაღამეა...
პიჟამოს ღილებს კი ღრმა ძილი
მოჰკიდებია
და საკინძე ახლა ცდილობს
ტყვეობიდან თავი დაიხსნას!
მოახერხა!
გათავისუფლდა
და გამოჩნდა ორი ბორცვი,
გახვეული თეთრი ვნების
ოხშივარში!...
ლოგინის მხარე,ახლა ორივე
 დაკავებულა!
გულიც არის დაკავებული!
ქალი–მარტოა!...
ფეხისგულების სიმხურვალეს
ვეღარ უძლებს
ძირს,იატაკი...
ბაგეების ბარელიეფებს სიცხე
ახლა საღებავს აცლის
და ვით ფუნჯი,ენა ცდილობს
რომ შეფეროს!
დამწყვდეული აფთარივით
სუნთქვა ახლა
სხეულიდან გაქცევას ცდილობს!
ფანჯარას აღებს
სივრცეს კვეთენ მისი ხელები,
როგორც გედები,
გასაფრენად ემზადებიან...
შეშინებული მთვარე
ღრუბლებში დამალულა!
არა,ფრენა მას არ უნდა,
გედების ფრთებს
ზეცას უშვერს,
და უსველებენ ხელისგულებს
მას ცრემლები 
კარენინასი!

2 comments:

  1. მაგარია
    ძააააააააააააააააააააააან
    :)

    ReplyDelete
  2. კი თაზოო, მართლა ძალიან მაგარია :)

    ReplyDelete