Wednesday, November 24, 2010

ნაოსნობა გუდაურში--- გუდაური 2004წ ნოემბერი *ხათუნა ჟორდანია*

ასე ვინ მირბევს ბედის კლავიშებს,
დღესაც ცალ სიმზე უკრავს გიტარა,
დაემშვიდობა შრიალა ქვიშებს,
და მიაბოლებს გემი სიგარას!
ნუთუ ის ზღვა ვარ, შენ რომ ურწევდი.
ტალღებს და ოქროს ეძებდი თევზებს,
ცა მეცხრე ცისკენ რომ მიიწევდა
შუაღამის მზეს უხმობდა დღის მზე...
ბრიზი უშლიდა პაემანს ტალღებს'
იფურცლებოდა ლურჯი რვეული,
ვერ მომიპოვე და ვერ იბაღე
ჩემი სიშორე სამოთხეული...

No comments:

Post a Comment