Thursday, November 18, 2010

უნდა დაგსაჯო! *ლიკა ყიფშიძე*

ამ უსაშველო მონატრებისთვის,
შენს თავს ვფიცავარ,
უნდა დაგსაჯო!
თუ ძალა მეყო,
ისე ძლიერ ჩაგეხუტები,
რომ ტკაცა–ტკუცი დაგიწყოს
 ძვლებმა!
მერე გაკოცებ,
იმდენს,იმდენს,
ხვეწნა გსურდეს,სუნთქვის
რომ მოგცე საშუალება,
მაგრამ ვერ შეძლო!
მერე გაცინებ
ძალიან ბევრს,
იცი როგორაც,
არ მოგეშვები,
სანამ გული არ წაგივა!
არ გაგივა!
არა,
ხვეწნა არ გაგივა!
მერე რას ვიზამ?
მერე ყველაფერს ერთმანეთში 
გადავაზავებ,
ვნებას ,სიყვარულს,მონატრებას
და ამ რისხვასაც,
მერე შენს ხმასაც,
ვნებისაგან აკანკალებულს,
მივაფენ ცასაც და მიწასაც!
ნუ მეხვეწები,
არ გაგივა!
არაფერი არ გაგივა!
ამ უსაშველო მონატრებისთვის,
შენს თავს ვფიცავარ,
უნდა დაგსაჯო!

No comments:

Post a Comment