Thursday, November 18, 2010

3. / საგაზაფხულო / *იმედი ჯახუა*



ნაცნობი  მუქარისა

იცრიცება  ჯანღის  რიდე
და  ფერდობთა  შემუქება...
ული  მიგრძნობს  
-  ჩემს  სიმშვიდეს
გაზაფხული  ემუქრება...  


ნაგვიანევი  სინანულისა  

ნორჩი  მარტის  მიყვარს  ცქერა ,
ყველა  რტოს  რომ  კვირტებს  უშლის ...  
დღეს  თვალს  ვერ  ვუსწორებ  ჭერამს  -
ტოტი  მოვატეხე  გუშინ ...      


სამაისო  კონცერტებისა    

/ ჩემი  ეზოს  შაშვებს /

რა  ბილეთი  ან  მოსაწვევი  მინდა  ბარათი  
      - ჩემს  წინკართანვე  მიმართავენ
            კონცერტს  
                  შაშვები !..
            - შავჩოხოსნებო,
      აქ  იმღეროთ  უნდა  მარადის !..  
- დედაც  ვატირე  
      გასტროლებზე თქვენი  გამშვების !..        


ოთხი  ვარიაცია    პოეტის  ეპიტაფიისათვის          


* * *            

ყვავილივით  მარად  მერგო
     მიწა  -  გულთან,  
          ზეცა  -  სულთან ...
     ეს  კი  -  რაც  სახლ-კარად  მერგო
ბოლოს  -  განა  მეცა  მსურდა ...  


* * *            

არცროს  ვყოფილვარ  
    ცრუდიდების  
         ფუჭადმდევარი
    -  ჩემი  ( უძილო )  ღამის  ვიყავ  
მუდამ  მთევარი
   და  არ  მიღირდა  
         ( ერთ  გახვრეტილ )   გროშ-კაპიკადაც
   ( ერთურთისადმი )  
პირმოთნეთა   (  ცრუთა  )  თნევანი ...    


* * *  

უცებ  შეამცივნა  ნატვრამ ...
სევდაც  მოეუცაბედა ...
და  ისევ  იმ  თრობით  დათვრა ,    
სიცოცხლეს  რომ  უსწრაფებდა ...  


ცოცხალი  პოეტის  ეპიტაფია  

გ ა დ ა ვ ი ფ ი ქ რ ე   ს ი კ ვ დ ი ლ ი  !!! 

No comments:

Post a Comment