* * *
შავი დღისათვის
( დღემდის ... )
გროშიც ვერ მოვიტოვე
და კვლავ შენ შეგთხოვ,
ხელგაწვდილი
( მათხოვარივით ... ) :
- ჩემსაც დახედე ერთხელ
( ხრიოკს ... )
ღმერთო ,
მინდორველს !..
შენით მდიდარი -
სანამ ვიყო ასე ღარიბი ?!.
* * *
თუმც დღესაც ვცადე გასტუმრება
თუნდ მცირე ვალის
( ორიოდ მისხლით შემჩატება
ღატაკის ტვირთის ... ) ,
ვერ ავარიდე ( ხელგამოწვდილ )
მათხოვარს თვალი -
ჯიბიდან ქუდში
( ბოლო ) გროშებს
მდიდრულად )
ვითვლი ...
* * *
/ პირველი დღისა და პირველი კითხვისა /
უსწორფეროა
დღე პირველი
ამ ცისქვეშეთში
სტუმრობის ჩვენის -
შემოქმედის იდუმალ ნებით ...
თუმც ვერცვინ გვამცნო,
თუ ციდან იქ
რისთვის ვეშვებით ,
სადაც თვით ღვთის ძეც
მსხვერპლი ხდება
( კაცთაგან ) ვნების ...
No comments:
Post a Comment