Thursday, November 18, 2010

1. ( პროლოგის გარეშე ) იმედი ჯახუა

          

ბეც  სვეწერასთან  მოღავღავისა

სიტყვას შევბედავ   მეც ზოგჯერ (უნდილს)
ცამაღალს  -  ძაღლურ  შეღავღავებით ...
-  მწირ-გუდაფშუტა  ლექსების  გუდით
ბეც  ბედისწერას  ვეგლახავები ...

უბრალო   მტვრისა

მიწა  იყავ  და  მიწად  იქცევი
- იცი  და  ვითომც  არაფერია ...
ქვეყანა  ამით  არ  დაიქცევა ...
და  არც  მიწის  გშურს  -  
მიწაც  მტვერია ...  


ბოლო  ჯამისა

ვიდრე  დაისი  
      ( ჟღალ  ჩარდახქვეშ )
            ჯერ დინჯად სამხრობს
                და ჟამი
            ბოლო ჯამსაც დაგილევს,
      გულზე  
( გულუხვად ... )  
      დაგაყრიან  
             ვიდრემის ქვაღორღს,
                    ზედაც  ( დესერტად )  
             მინდვრის ყვავილებს,
      ანამ  ( უსიტყვოდ )
კიდევ  ბევრჯერ  გახედავ  ნამყოს,
      გულში კი ამ დროს
            რას არ გაივლებ ...    

No comments:

Post a Comment