Friday, November 5, 2010

წრე შეჰკარით ღონივრად *სოსო ნადირაძე*

წრე შეჰკარით ღონივრად,
წრე შეჰკარით უშიშრად,
მრუში რატომ გგონივართ?!
მრუშზე უფრო მრუში ვარ!!!

ბევრმა ქვები მოზიდა,
მდინარიდან, ღელიდან,
მკვლელი რატომ გგონივართ ?!
მკვლელზე უფრო მკვლელი ვარ!!!

ქვებს სასწორზე წონიან,
ლოდის სროლა სწყურიათ,
ცრუი რატომ გგონივართ?
ცრუზე უფრო ცრუი ვარ!!!

ზნეობა გაქვთ მოტივად,
სისპეტაკე მეტივედ,
ავაზაკი როდი ვარ!
ავაზაკზე მეტი ვარ!!!

განა ველტვი იმედებს,
ან ცოდვები არ მახსოვს?
ჩასაქოლად მიმეტებთ,
ჩასაქოლზე ჩასაქოლს!!!

აჰა, უკვე ველი ჟამს,
და ხარხარებს კვლავ ქორო,
ვინაც უცოდველი ხართ,
გთხოვთ პირველმა მესროლოთ...

No comments:

Post a Comment